ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2017
ძალის დაკარგვა 27.01.2017
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2017 წლის 27 იანვარი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილების 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა წარმოდგენილი დანართის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობამ იმუშაოს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2017 წლის 01 თებერვლიდან. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში „გეგმა“ შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს.
მუხლი 2🔗.
სარეორგანიზაციო სტრუქტურები
რეორგანიზაცია შეეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქმედი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულს.
მუხლი 3🔗.
საორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები
1.გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი თვისა.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება არაუგვიანეს სამი თებერვლისა;
ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ დადგენილებათა პროექტების მომზადება არაუგვიანეს სამი თებერვლისა;
გ) ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
დ) სარეორგანიზაციო სტრუქტურების მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება თებერვლის ბოლომდე;
ე) ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემა რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომელთა გაფრთხილების თაობაზე.
მუხლი 4🔗.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დაცვით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს.
2. დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, იურიდიული განყოფილება, შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური.