⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.04.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2017
ძალის დაკარგვა 23.04.2018
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,853 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2017 მიღება
23.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2017 წლის 27 იანვარი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 24-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესი“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 22/01/2015, 010260030.35.168.016144). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოციალური დახმარების პროგრამა  და მისი გაცემის წესი ეს პროგრამა განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის, აგრეთვე სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების  პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მუხლი 1🔗. სოციალური დაცვის პროგრამის ქვეპროგრამები სოციალური დაცვის პროგრამა მოიცავს სოციალური დახმარების შემდეგ ქვეპროგრამებს: 1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება; 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება; 3. ონკოლოგიური  ავადმყოფების სამედიცინო დახმარება ; 4. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; 5. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა)  სოციალური დახმარება; 6. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება; 7. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება; 8. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება; 9. მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება; 10. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება; 11. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და ზევით ასაკს გადაცილებულ  მოქალაქეთა დახმარება; 12. სტუდენტების დახმარება; 13. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახის   დახმარება; 14. ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობისათვის დახმარება; 15. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე  პირთა მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე, ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება; 16. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. მუხლი 2🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება 1. ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვების მომსახურება გაეწევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ / ფაქტობრივად მაცხოვრებელ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ეკონომიურად გაჭირვებულ მდგომარეობაში, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 150000-მდე. 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების გაცემის კომისიის (შემოდგომში „კომისიის“) მიერ ინდივიდუალურად განიხილება თითოეული პირის განცხადება და კომისიის მიერ ხდება გადაწყვეტილების მიღება  უფასო კვების სასადილოში პირის ჩარიცხვის შესახებ. 3. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი  ადგილისა და მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ. 4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  განყოფილება ამოწმებს გამგეობაში შემოსულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და სრულყოფილ მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს კომისიას განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად. 5. კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას  აფორმებს კომისიის სხდომის ოქმით, სადაც ჩაიწერება იმ პირთა მონაცემები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით ექვემდებარებიან უფასო კვებას. 6. უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში ყოველდღიურად კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების გარდა. კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების მენიუთი გათვალისწინებული საკვები ბენეფიციარებზე გაიცემა წინა დღეს. 7. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამგეობასა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. მუხლი 3🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევა) 1. სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს. 2. მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად: ა) სტაციონალური (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის 1001-ლარამდე 50%-ით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით; ბ) 1001-ლარიდან 2001-ლარამდე – 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500-ლარისა; გ) 2001-ლარიდან ზემოთ 30%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700-ლარისა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში  უნდა  წარმოადგინონ: ა) განცხადება  გამგებლის  ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;  ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;  გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა); ე)  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ვ) გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა კომისიის ოქმის საფუძველზე. მუხლი 4🔗. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა სადაზღვევო კომპანიები) 1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი. 2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება  გამგებლის  ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 4. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონალური (ოპერაცია, მკურნალობა) და ამბულატორიული მკურნალობისთვის (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია) 300-ლარამდე სრული ოდენობით. 300-ლარიდან ზემოთ 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500-ლარისა; ბ) დიაგნოსტიკური კველევებისათვის – ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 300-ლარისა; გ) მედიკამენტოზური მკურნალობისთვის – ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 300-ლარისა. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა კომისიის ოქმის  საფუძველზე. მუხლი 5🔗. ოჯახებისა  და  ბავშვების  სოციალური  დაცვა 1. ერთჯერად 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ფულადი დახმარება ეძლევათ „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №0131/ნ ბრძანების შესაბამისად. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) მშობლების  პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლები; გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიში; ე) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ვეტერანთა) სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთათვის (ვეტერანთათვის): ა) საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები; ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება  გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) საქართველოს  სამხედრო  ძალებისა  და ომის  ვეტერანის მოწმობის  ასლი. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 7🔗. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (17-წლამდე) დახმარება 1. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, წელიწადში არაუმეტეს 700-ლარისა თითოეულ დაავადებულზე. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ბავშვის დაბადების მოწმობა; ე) ანგარიშფაქტურა. 3. დახმარება გაიცემა კომისიის ოქმის საფუძველზე. მუხლი 8🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ერთჯერადი ფულადი  დახმარება 1. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 65000-დან 150000-ქულამდე და ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარით. 2. იმ პირებზე, რომლებიც არ შედიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ერთჯერადი დახმარება არ გაიცემა, გარდა ამ წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; დ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის  მითითებით; ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 5. დახმარება გაიცემა კომისიის ოქმის  საფუძველზე. მუხლი 9🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განცხადება  გამგებლის  ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის   პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მუხლი 10🔗. მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება 1. ერთჯერად 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავე დროს ფაქტობრივად  მაცხოვრებელი   მარტოხელა  მშობელი,  რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი შვილი 18 წლის ასაკამდე. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) მეუღლის გარდაცვალების მოწმობის ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიში; ვ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან  ოჯახის შემადგენლობის  შესახებ მუდმივი  საცხოვრებელი ადგილის  მითითებით. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. მრავალშვილიანი  ოჯახების   სოციალური   დახმარება 1. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი არასრულწლოვანი 18-წლამდე ასაკის შვილი, დედის დღესთან დაკავშირებით მიეცეს ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან  ოჯახის შემადგენლობის  შესახებ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით; გ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ნგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მრავალშვილიან უსახლკარო მოქალაქეებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართის ქირის ოდენობის გადახდას. 5. ქირის ოდენობა შეადგენს თვეში არაუმეტეს 100 (ასი) ლარს. 6. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის  სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი; გ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ მუდმივი  საცხოვრებელი  ადგილის მითითებით; დ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართის) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საბანკო ანგარიში. მუხლი 12🔗. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და ზევით ასაკს გადაცილებულ  მოქალაქეთა დახმარება 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 100 წლის და ზევით ასაკს გადაცილებულ მოქალაქეს მიეცეს ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით დაბადების დღის აღსანიშნავად. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განმცხადებლის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან  მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით; გ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 13🔗. სტუდენტების დახმარება  1. აკრედიტებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება არაუმეტეს 50%-ის ოდენობით გაეწევათ სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს აკრედიტებულ სასწავლებელში 2013-2014-წლამდე, არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და რომელთაც აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 65000-მდე. 2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ; გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. მუხლი 14🔗. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახის   დახმარება 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5000-ლარისა. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; დ) ცნობა  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან; ე) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან (სტიქიის შემთხვევაში); ვ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან   მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით; ზ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით. 5. მეწყერით მიყენებული ზიანის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთათვის მუნიციპალიტეტი უზრუნვლყოფს საცხოვრებელი ფართის ქირის ოდენობის გადახდას. 6. ქირის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 100 ლარს თვეში. 7. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით; დ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართის) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საბანკო ანგარიში. მუხლი 15🔗. ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობისთვის დახმარება 1. ეპილეფსიით, პარკინსონის, ბრონქიალური ასთმით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს, მედიკამენტოზური მკურნალობით უზრუნველყოფა მოხდება  არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციებია: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ე) გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა კომისიის ოქმის საფუძველზე. მუხლი 16🔗. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე  პირთა მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება 1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ პირებს: ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს 50 ლარის ოდენობით ყოველთვე. ბ) ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს 50 ლარის ოდენობით  ყოველთვიურად; გ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს მედიკამენტოზური მკურნალობისთვის არაუმეტეს 100 ლარისა ერთჯერადად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა)  განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; დ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით; ე) ფორმა №100;    ვ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა)  განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი; გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრირებული ბავშვის შესახებ შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილება; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირის ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის  სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100); დ) ცნობა ექიმისაგან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის შესახებ  ან ინვალიდობის შესახებ; ე) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან  ოჯახის შემადგენლობისა  და  სოციალური  მდგომარეობის  შესახებ  მუდმივი  საცხოვრებელი  ადგილის მითითებით; ვ) საბანკო ანგარიში. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  დახმარება გაეწევათ ერთჯერადად: ა) სტაციონალური (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბლიტაციო მკურნალობისთვის და დიაგნოსტიკური კვლევებისთვის 1001-ლარამდე 50%-ით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. ბ) 1001-ლარიდან 2001-ლარამდე 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500-ლარისა. გ) 2001-ლარიდან ზემოთ – 30%-ი, მაგრამ არაუმეტეს 700-ლარისა. 6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა დახმარების მიღებისათვის (სტაციონალური (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბლიტაციო მკურნალობისთვის და დიაგნოსტიკური კვლევებისთვის)   მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა); დ)  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 7. შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დღის ცენტრებისთვის, ბავშვთა და და მოხუცთა თავშესაფრებისთვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის გაიცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 8. დახმარების მისაღებად უფლებამოსილმა პირმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) საბანკო ანგარიში. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ საბანკო ანგარიშზე. მუხლი 17🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო  მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანთა (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი 100.111.112.113) სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მიცვალებულთა (კოდი: 300.311.312.313) სარიტუალო მომსახურება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65000-მდე; გ) უპატრონოდ  დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის  პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; გ) გარდაცვალების  მოწმობის  ასლი; დ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ; ე) გარდაცვლილი  ვეტერანის მოწმობის  ასლი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 5. დახმარება გაიცემა გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 18🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისია იქმნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.  კომისიის წევრთაგან გამგებელი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. 2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს. 3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე. 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში  კომისიის სხდომას უძღვება კომისიის ერთ-ერთი წევრი გამგებლის დავალებით. 5. კომისია სხდომას იწვევს და მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს  საჭიროებისამებრ. 6. კომისიის მუშაობა   საჯაროა    და   მას  შეიძლება   დაესწროს   ყველა     დაინტერესებული ფიზიკური პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა  და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 7. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად კომისიის სხდომებში მონაწილეობას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის  კომისიის თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის ერთ-ერთი წევრი. მუხლი 19🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს კანონით დადგენილი წესით. 2. ამ წესის მე-5, მე-13 და მე-17 მუხლების გარდა განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო მე-5, მე-13, მე-16 მუხლების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსის მიერ საკითხის შესწავლისა და მის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ. 3. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 4. გამონაკლისის სახით კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში შემდეგ კატეგორიებს: ა) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არიან გათვალისწინებული ამ პროგრამით, მაგრამ ესაჭიროებათ პროგრამით  განსაზღვრულ  ზღვრულ  თანხაზე  მეტი,  განესაზღვროთ  დახმარება არაუმეტეს  1000-ლარისა; ბ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან (1000 ლარით და ზემოთ) და უჭირთ თანხის 100%-ით შევსება, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000-ლარისა. 5. თუ გადასახდელი თანხა მოქალაქეს ექნება 500-ლარამდე, არ ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 501-ლარიდან 1001-ლარამდე – დაფინანსდება არაუმეტეს 300-ლარისა, 1001-ლარიდან 2001-ლარამდე – არაუმეტეს 500-ლარისა, 2001-ლარიდან ზევით – გადასახდელი თანხის 30%, არაუმეტეს 700-ლარისა. მუხლი 20🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები 1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. კომისიის ოქმი კომისიის თავმჯდომარის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 21🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის ოქმის საფუძველზე.