სს „გამოფენების ცენტრი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა საყურადღებოდ
სს „გამოფენების ცენტრი“ იწვევს აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე, საზოგადოების იურიდულ მისამართზე: ქ თბილისი, ა. წერეთლის გამზ. №118, დირექციის შენობაში.
დღის წესრიგი:
1. წლიური ფინანსური შედეგების განხილვა, დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.
2. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.
სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია იქნება საერთო კრებაზე დამტკიცდეს დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ წარმოდგენილი წინადადება.
აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება მისამართზე: ქ. თბილისი, მოსეშვილის ქუჩა №11, მეშვიდე სართული, შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”; ტელ.: (0322) 251560,10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება: 14:00 – 15:00). აქციონერებს დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, დირექციაში.
კრების სააღრიცხვო თარიღი არის 2017 წლის 30 იანვარი.
გთხოვთ, კრებაზე დასწრებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორი რესან ქიქავა