სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2017
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,307 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 08.01.2018 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.12.2017 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 18.03.2020 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.05.2022 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №3 2017 წლის 27 იანვარი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა  და 24-ე მუხლის მეორე  პუნქტის  საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗     დამტკიცდეს  „სიღნაღის მუნიციპალიტეტის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი დანართი სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს  დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗 სიღნაღის მუნიციპალიტეტის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – „საბჭო“) წარმოადგენს სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. მუხლი 2🔗 საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗 1. საბჭო შედგება  წევრებისაგან. 2. საბჭოს თავმდჯომარეა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  განყოფილების  უფროსი. თავმდჯომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საბჭოს შემადგენლობაში შედის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც  ნიშნავს და ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 6. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარის, მოადგილისა და აღმასრულებელი მდივნის გარდა, შედიან: ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის თანამშრომელი; ბ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები; გ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების თანამშრომელი; დ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის  იურიდიული სამსახურის თანამშრომელი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების  წარმომადგენელი; ვ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი. 7. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  განყოფილების  თანამშრომელი. 8. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი. 9. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 11. საბჭოს უფლება აქვს  მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან  გამომდინარე,  სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე. 12. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. მუხლი 4🔗 საბჭოს ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი საქალაქო პოლიტიკის შემუშავება,  დანერგვა და კოორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია; გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ.; დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად; ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას; ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას  იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე. მუხლი 5🔗 1. საბჭოს ფუნქციებია: რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) მუნიციპალიტეტის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების,  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  ა(ა)იპ-ების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) მუნიციპალიტეტის  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან  ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის   რეკომენდაციების მომზადება; ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ  ა(ა)იპ-ებთან   და  არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა; თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; ი) შშმ პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; კ) შშმ პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენა; მ) შშმ პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სტრუქტრული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების  განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან,  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  ა(ა)იპ-ებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები. მუხლი 6🔗 საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს; დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას; ე) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე ან/და აღმასრულებელ მდივანზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. მუხლი 7🔗 საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 8🔗 საბჭოს აღმასრულებელი მდივანი: ა) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე  მუნიციპალური  პროგრამების, აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში; ბ) თანამშრომლობს შშმ პირთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებებისა და პროექტების კორესპონდენციას; გ) საბჭოს  კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს  სამოქალაქო სექტორისგან შექმნილი თემატური ჯგუფების მუშაობაში და წარადგენს საბჭოს წინაშე მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს; დ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; ე) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 9🔗 საბჭოს მდივანი: ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; ბ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; გ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და  კონტროლს უწევს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას; დ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 10🔗 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით; რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის  ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ. 3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ: ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) გარდაიცვალა. მუხლი 11🔗 1. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ  ან  საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი,  გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ  იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარისა  და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 12🔗 1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს წელიწადში ორჯერ. 2. მუნიციპალიტეტის გამგებელს  შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ  ვადაში.