ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენის და ბაზრობის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.175.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,161 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.08.2022 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.03.2021 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 08.08.2022 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.06.2021 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 07.10.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენის და ბაზრობის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2017 წლის 27 იანვარი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენის და ბაზრობის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე პუნქტის და 61-ე მუხლის  პირველი და  მეორე პუნქტების საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენის  და ბაზრობის განთავსების რეგულირების  წესი“  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების ნორმების დარღვევაზე რეაგირება დაიწყოს 2017 წლის 15 მარტიდან. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი №1  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენის  და ბაზრობის განთავსების რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ობიექტების,  გამოფენების და ბაზრობის  განთავსების  ადგილის განსაზღვრას და ამგვარი ტერიტორიის მოწყობის წესებს; 2.ამ წესის მიზნებისთვის გარე ვაჭრობად ითვლება: ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ისეთი  ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად, მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, როდესაც რეალიზაციის საშუალება (დახლი, მაცივარი და სხვა) უკავშირდება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას; გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა მსგავსი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე  მაგიდის ან/და სხვა კონსტრუქციის და დანადგარის განთავსება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება  რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა მსგავსი  ობიექტიდან; დ)  საქონლის რეალიზაცია საწარმოო და სასაწყობე შენობა-ნაგებობიდან, აგრეთვე სხვა დანიშნულების შენობაში განთავსებული ობიექტიდან, როდესაც უშუალოდ რეალიზაციის საშუალება (დახლი, მაცივარი და სხვა) უკავშირდება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას. 3. ბაზრობის ცნება გულისხმობს ფართო მასშტაბის ვაჭრობის განხორციელებას, ვიდრე  ზემოთ განსაზღვრული გარე ვაჭრობის შემთხვევაში. სადღესასწაულო დღეებში  ბაზრობის და გამოფენის რეგულირება, მათ შორის ადგილების გამოყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. მუხლი 2🔗. რეგულირების მიზანი 1.წინამდებარე წესის მიზანია: ა) ქალაქის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხელის შეწყობა და საგზაო მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილება; გ) იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვა, რომელთაც გარე ვაჭრობის, ბაზრობის და გამოფენების განთავსების შემთხვევაში, შესაძლებელია ხელი შეეშალოთ კერძო საკუთრებით სარგებლობაში ან/და საცხოვრებელ სახლთან დაუბრკოლებლად მისვლაში. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის,  ბაზრობის და გამოფენის  განთავსებისთვის ადგილების განსაზღვრა 1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა, ბაზრობის და გამოფენის განთავსება დასაშვებია ქალაქ  მცხეთის  მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ადგილებში (დანართი 1). ამასთან, მცხეთობის და სხვა სადღესასწაულო დღეებში ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და ცენტრალურ ქუჩებზე გამოიყოს ვაჭრობისთვის დამატებითი ადგილები. 2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის  ობიექტების განთავსება ტროტუარზე, თუ  მისი სიგანე 1 მ-დან 1.50 მ-მდეა უნდა განხორციელდეს   ისე, რომ დაიკავოს ტროტუარის ნახევარი. ხოლო იქ, სადაც ტროტუარის სიგანე ნაკლებია, გარე ვაჭრობის ობიექტის განთავსებაზე ნებართვის გაცემა ხორციელდება მიზანშეწონილობის და ადგილის შეფასების გათვალისწინებით. 3. სვეტიცხოვლის ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ ტერიტორიაზე (ამაღლებული მოედანი), და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობების წინ გარე ვაჭრობა,  ბაზრობის  და გამოფენის განთავსება  აკრძალულია, გარდა  სადღესასწაულო დღეებისა და სპეციალური გამოფენა/ბაზრობის მოწყობის შემთხვევებისა, რა დროსაც მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილის წინასწარი დათვალიერების/შეფასების შემდგომ გაიცემა სპეციალური ნებართვა.   ნებართვაში დაზუსტებული უნდა იყოს აკრძალვები და ნებართვის მოქმედების ვადები. აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრობის და გამოფენის განთავსების ობიექტის სახეობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან. 4. გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემასთან ერთად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შემდგომ, განსაზღვრავს იმ კონსტრუქციების სახეობებს ან/და მათ არქიტექტურულ იერსახეს,  რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. მუხლი 4🔗. ნებართვის გაცემის, გარე ვაჭრობის,  ბაზრობის და გამოფენების ორგანიზების წესი 1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის,  ბაზრობის ან/და გამოფენის განთავსების მსურველი პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. განცხადებაში დაკონკრეტებული უნდა იყოს ტერიტორია, ხოლო გარე ვაჭრობის შემთხვევაში ობიექტის სახეობა, რომლიდანაც უნდა განხორციელდეს  ვაჭრობა. სასურველია განცხადებაში მიეთითოს საქონლის სახეობა, რომლის რეალიზაციაც იგეგმება. განცხადებას უნდა დაერთოს ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიიდული პირების რეესტრიდან. თუ, ვაჭრობის ობიექტების/გამოფენის განთავსება ხდება საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე - საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წერილობითი განცხადების შეტანა უნდა განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, გარე ვაჭრობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წერილობით განაცხადს დაურთოს: ა) საზოგადოებრივ ადგილებში  გარე ვაჭრობისათვის გან­კუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ​2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშე­ნებ­ლო­ბა/მონტაჟის შემთხვევაში, როდესაც რეალიზაციის საშუალება უშუალოდ უკავშირდება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას: ა.ა) დროებითი შენო­ბა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტო­პოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; ა.ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი. ბ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ - მდე სიმაღლისა და 6 მ​2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე, როდესაც რეალიზაციის საშუალება უშუალოდ უკავშირდება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ვალდებულია, გან­ცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგის­ტრაციის შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც გარე ვაჭრობის ობიექტის მონტაჟი ხდება კერძო საკუთრების საგანზე (საცხოვრებელი სახლის ფანჯარა, კედელი და სხვა) ან/და საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან, სავალდებულოა გარე ვაჭრობის ნებართვის მაძიებელმა, ან თავად საცხოვრებელი სახლის მესაკუთრემ წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა, რომლითაც დადასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე თანახმაა მოხდეს გარე ვაჭრობის ობიექტის განთავსება საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან ან/და რომელიმე ნაწილზე. 3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის კონსულტაციის შემდგომ, ნებართვის მაძიებელს მოსთხოვს სხვა დოკუმენტის ან/და არქიტექტურული პროექტის წარმოდგენა. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში და სადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის შეთანხმება სავალდებულოა. 4. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავენ წარმოდგენილ განაცხადს და თანდართულ დოკუმენტაციას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელს განესაზღვრება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება. დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლებელია ხარვეზის აღმოფხვრის ვადა გაგრძელდეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ოდენობით. თუ აღნიშულ ვადაში, ნებართვის მაძიებელმა არ მიიღო საპასუხო დადებითი ან/და უარყოფითი წერილი, გარე ვაჭრობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. 5. თუ წარმოდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს კანონისა და ამ წესის მოთხოვნებს, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გასცემს წერილობით ნებართვას, რომლითაც განისაზღვრება ყველა საჭირო პირობა და ამასთან, ნებართვის მაძიებელს განემარტება, რომ გარე ვაჭრობისათვის, ბაზრობისა და გამოფენისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ ამახინჯებდეს ქალაქის იერსახეს,  არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას და  დაცულ უნდა იქნას მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების წესები. 6. გარე ვაჭრობის ნებართვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) წელს. ნებართვის ვადის გაგრძელება დასაშვებია. მუხლი 5🔗. დადგენილების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის 1. დადგენილების შესრულების კონტროლს ახორციელებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერიის  ზედამხედველობის სამსახური. სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ ამ წესის მოთხოვნების, ნებართვაში გაწერილი პირობების და არქიტექტურული პროექტით შეთანხმებული ნაგებობის დარღვევით მშენებლობის/მონტაჟის შემთხვევებზე. 2. პირველი პუნქტით განსაზღვრულ  შემთხვევებში ზედამხედველობის სამსახური ადგილზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 208-ე მუხლის საფუძველზე, განსჯადობის მიხედვით, განსახილველად გადაეგზავნება მცხეთის რაიონულ სასამართლოს. 3. უნებართვო გარე ვაჭრობის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია წერილით მიმართოს საპატრულო პოლიციას. ამგვარი წერილობითი მიმართვა უნდა შეიცავდეს მხოლოდ სამართალდარღვევის ფაქტის ცნობის შინაარსს. მუხლი 6🔗. ცვლილების და დამატების შეტანის წესი წესში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.