„2017 წლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №170 |
|
2017 წლის 27 იანვარი ქ. თეთრიწყარო
|
,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკრებულო ადგენს:“
|
უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა
ა) ფულადი სოციალური დახმარება;
ბ) არაფულადი სოციალური დახმარება.
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ე) იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება;
ზ) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;
თ) ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება;
ი) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების I კურსის სტუდენტთა (გარკვეული კატეგორიის) ერთჯერადი დახმარება;
კ) დედით, ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;
ლ) იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარება;
მ) იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე შვილი;
ნ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება;
ო) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში);
პ) დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და დიალიზზე მყოფ პირთა დახმარება;
ჟ) ერთჯერადი ფულადი დახმარება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად, წელიწადში ერთხელ ხდება.
ა) ურგენტული და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, ან/და სხვა დაზღვევა), პაციენტის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;
ბ) მშობიარეთა თანადაფინანსება;
გ) დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მედიკამენტების შესაძენად;
დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა;
ე) ნატურალური პროდუქტის სახით გაცემული სოციალური დახმარება;
ვ) C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო პროცედურების თანადაფინანსება.
2. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ (ოჯახის წევრმა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ;
გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ვ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ;
ზ) დამატებითი სახის დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.
2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მშობლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ვ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
2. თეთრიწყაროში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი;
გ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ვ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
4. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: ა) მეუღლე, ბ) მშობელი, გ) შვილი (გერი), დ) და-ძმა, ე) ბებია-პაპა, ვ) კანონიერი მეურვე.
2. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ;
4. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ერთი საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული პირები.
2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის თეთრიწყაროში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილისა და განმცხადებლის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) საბუთი;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.
3. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახის ერთი სარეგისტრაციო კოდით რეგისტრირებული პირები.
2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის წევრია;
დ) ხანდაზმული პირის საბანკო რეკვიზიტი;
ე) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
2. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული სრულწლოვანი მოქალაქის, ან მეურვის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
ა) სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს სოციალურად დაუცველი (70 000-მდე ქულა)
მრავალშვილიანი (ხუთი და მეტი შვილი) ოჯახიდან;
ბ) დედით, ან მამით, ან დედ-მამით ობოლ სტუდენტს.
2. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან უფლებამოსილმა პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლისა ან/და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვებუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშობლის, ან მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ე) დაბადების მოწმობების ასლები (თუ ოჯახი მრავალშვილიანია);
ვ) ცნობა სახელმწიფო გრანტის ოდენობის შესახებ;
ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
თ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა სრულწლოვანმა პირმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლის (დედის, ან მამის) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: ა) მშობელი, ბ) სრულწლოვანი და ან ძმა, გ) ბებია, პაპა და ოჯახის სხვა წევრი.
2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – (დევნილობის) დამადასტურებელი მოწმობა;
დ) ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.
2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
2. დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირმა ან მისი ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ვ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ;
ზ) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა;
3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე;
ვ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, დასაფინანსებელი თანხის 100 % -მდე, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
ბ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – დასაფინანსებელი თანხის არაუმეტეს 80%, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა.
2. მშობიარეთა თანადაფინანსება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
5. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV–100/ა) და ანგარიშფაქტურა (კალკულაცია);
დ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შესაბამის სააფთიაქო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა);
დ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
2. ააიპ – ,,მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო“ უფასო კვებით უზრუნველყოფს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსახლეობის ორ კატეგორიას: ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 57000-სა ყოველდღიურად ცხელი სადილით, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრებ იმ ოჯახების თითოეულ წევრს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-ს - საკვები პროდუქტებით თვეში ერთხელ.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი);
გ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ე) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა – ფორმა №100;
3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
2. დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს.
3. დახმარების მისაღებად სრულწლოვანმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) საბანკო რეკვიზიტი;
დ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოდან სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია;
ე) სხვა დოკუმენტები, კომისიის გადაწყვეტილებით.
4. აღნიშნული სახის დახმარება განხორციელდება სოციალური დახმარების გამცემი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
5. გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც შეიძლება დადგეს სიცოცხლისათვის სავალალო შედეგები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებითვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შეიძლება გაიცეს დახმარება როგორც უფასო კვებით უზრუნველყოფის სახით, ასევე ერთჯერადი ფულადი დახმარება 800 ლარიდან 3000 ლარამდე (სოციალური დახმარების ზედა ზღვარი), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტის (განკარგულების) შესაბამისად.