“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის შექმნის შესახებ``

მიღების თარიღი 09.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №261
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 10/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,154 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის შექმნის შესახებ`` /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 52.05pt 56.75pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №261 2004 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის შექმნის შესახებ 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის თანდართული წესდება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 4. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციისათვის გადაცემა. მ. სააკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის წესდება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია“ (შემდგომში – დაცვის პოლიცია) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეა. 2. დაცვის პოლიცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით. 3. დაცვის პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და სოციალური გარანტია, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. დაცვის პოლიციის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. დაცვის პოლიციის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია“. 5. დაცვის პოლიციას აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 6. დაცვის პოლიციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-11 კმ. თავი II დაცვის პოლიციის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 2🔗. 1. დაცვის პოლიციის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სისტემის განვითარებისა და განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა. 2. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიცია ხელშეკრულების საფუძველზე: ა) ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას; ბ) ახორციელებს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას, ტვირთების გაცილებას და მათ დაცვას დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; გ) შეიმუშავებს და ახორციელებს დასაცავ ობიექტებზე ტექნიკურ საშუალებათა სრულყოფისა და გაძლიერების ღონისძიებებს; დ) ახორციელებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციით აღჭურვას; ე) ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს დაცვის პოლიციის დანაყოფების მიერ დაცული ობიექტების სიგნალიზაციის საშუალებებით აღჭურვის საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოთა შესრულებას. 3. დაცვის პოლიცია უფლებამოსილია სახელშეკრულებო საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი მიმართოს ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სისტემის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად დაცვის პოლიცია ტვირთისა და ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამსახურის მეშვეობით, დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) სარკინიგზო კომუნიკაციების, ხიდებისა და გვირაბების დაცვას რკინიგზის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით; ბ) მნიშვნელოვანი სარკინიგზო ობიექტების დაცვას; გ) საბარგო მატარებელთა გაცილებას და მათ დაცვას; დ) შეპირისპირების სადგურებში გადასაზიდი ტვირთების მიღება-გადაბარგების ღონისძიებებში მონაწილეობას და მათი დაცვისათვის საჭირო ტექნიკური პირობების შექმნის ორგანიზაციას.     მუხლი 3🔗. 1. დაცვის პოლიცია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვისათვის. 2. დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III დაცვის პოლიციის სტრუქტურა და მართვა     მუხლი 4🔗. 1. დაცვის პოლიციის შემადგენლობაშია: ა) აპარატი; ბ) ფიზიკურ პირთა დაცვის სამსახური; გ) იურიდიულ პირთა დაცვის სამსახური; დ) ტვირთისა და ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამსახური; ე) ტექნიკური სამსახური; ვ) საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის სამსახური. 2. დაცვის პოლიციაში შესაძლებელია შეიქმნას ადგილობრივი დანაყოფები.     მუხლი 5🔗. 1. დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. დაცვის პოლიციის უფროსი წარმართავს დაცვის პოლიციის საქმიანობას და მოქმედებს დამოუკიდებლად საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში. 3. დაცვის პოლიციის უფროსი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, წარმოადგენს დაცვის პოლიციას სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს დაცვის პოლიციის სახელით და პირადად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. 4. დაცვის პოლიციის უფროსი უფლებამოსილია: ა) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის ყველა მოსამსახურისათვის; ბ) სამსახურის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში; გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურებრივი დოკუმენტაცია; დ) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის მოსამსახურეები, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. დაცვის პოლიციის უფროსი ვალდებულია: ა) დაიცვას ეს წესდება და მოქმედი კანონმდებლობა; ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს შინაგან საქმეთა მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) უზრუნველყოს სამსახურის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.     მუხლი 6🔗. 1. დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილეებს დაცვის პოლიციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილეები ასრულებენ დაცვის პოლიციის უფროსის მითითებებს და უზრუნველყოფენ ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულებას. თავი IV დაცვის პოლიციის ქონება     მუხლი 7🔗. 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დაცვის პოლიციას სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. 1. დაცვის პოლიციის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემის განვითარებას და დაცვის პოლიციის ფუნქციების შესრულებას. სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 9🔗. 1. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით დაცვის პოლიციამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსა-ხორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 10🔗. დაცვის პოლიცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.     მუხლი 11🔗. 1. დაცვის პოლიცია ექვედებარება სახელმწიფო კონტროლს. 2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.     მუხლი 12🔗. ამ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, დაცვის პოლიციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.