📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016305
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2017
matsne.gov.ge 493 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 ცენტრალური ზონა (ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა)
2 შუალედური ზონა (ქალაქ გარდაბნის დანარჩენი ქუჩები)
3 პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)
4 ტყის მიწაზე ( სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)
5 კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.01.2026 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.03.2020 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.03.2025 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.04.2018 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2017 წლის 30 იანვარი ქ. გარდაბანი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და 202-ე, 204-ე და 206-ე მუხლების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №11 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი ქონების გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 40 000-დან 100   000   ლარამდე   შემოსავლის   მქონე   ოჯახებისათვის   –   საგადასახადო   პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. მუხლი 4🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული) 17 2 საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული) 16 3 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებ ი 3 4 ტყის მიწაზე ( სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული) 45 5 კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები 72 მუხლი 5🔗 1.  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწაზე  ქონების  ერთ  კვადრატულ  მეტრზე  წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოეფიციენტებია: ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა) – 1.4; ბ) შუალედური ზონ ისთვის (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.3 ; გ ) პერიფერიული ზონისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – 1.2 . 2. არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის  ქონების გადასახადის განაკვეთი  ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს: № ტერიტორია საბაზისო განაკვეთი (ლარი) ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი (ლარი) 1 ცენტრალური ზონა (ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა) 0,24 1, 4 0,336 2 შუალედური ზონა (ქალაქ გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) 0.24 1.3 0.312 3 პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) 0,24 1,2 0,288 მუხლი 6🔗 1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული მიწის ფართობების ზღვრული ოდენობა: ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის  ფართობების  გადასახადისაგან  გათავისუფლების  ზღვრული  ოდენობა  განისაზღვროს  15000 კვ.მ.-ით; ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ფართობები გადასახადისაგან გათავისუფლდეს სრულად. ამ მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ქონების  გარდა,  ქონების  გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.