📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2017
ძალის დაკარგვა 01.11.2024
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016306
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 200 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2017 მიღება
01.11.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2017 წლის 30 იანვარი ქ.გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები: 1. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი; 2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; 3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 300 000 (სამასი ათასი) ლარი; 5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არაუმეტეს 20%; 6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №13 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი