⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.03.2017)
გაუქმებულია:

ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2017
ძალის დაკარგვა 30.03.2017
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 256 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2017 მიღება
30.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2017 წლის 31 იანვარი ქ.ხობი ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ ხობში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნეს შემდეგი საგზაო ნიშნები:  ა) თამარ მეფის სანაპიროს დასაწყისში (პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე) და  გოგებაშვილისა და თამარ მეფის სანაპიროს კვეთაზე დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა“ 5 ტ-ის ზემოთ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა აკრძალულია (№3.12.-2 ცალი) ; ბ) მეორე საჯარო სკოლის წინ, ქუჩის ორივე მხარეს დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „დგომა აკრძალულია“; (№3.28-2 ცალი) ; გ) მოიხსნას ბერიას ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ და დამონტაჟდეს ბერიას ქუჩაზე „თიბისი“ ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით, (№3.1.-1 ცალი.); აგრეთვე ყოფილი „უნივერმაღის“ შენობის უკან ტაქსების გამოსასვლელთან დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით (3.18.2.-1 ცალი) ; დ) მოიხსნას 9 აპრილის ქუჩაზე სტალინის ქუჩის კვეთასთან საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“ და დამონტაჟდეს 9 აპრილის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის კვეთასთან „მოძრაობა აკრძალულია“ (№3.2.-1 ცალი); ე) ჭყონდიდელისა და თ. ქაჯაიას ქუჩების გადაკვეთაზე ჭყონდიდელის ორივე მხრიდან დაემატოს საგზაო ნიშანი „სდექ“ მოძრაობა გაუჩერებლად გასვლა აკრძალულია“ (№2.4.-2 ცალი). მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა