ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 01.02.2017
ძალის დაკარგვა 13.02.2018
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.116.016323
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარ ყურაშვილი | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,3 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.02.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.03.2016
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2017 წლის 1 თებერვალი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანდართული რედაქციით (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 მარტის №13 დადგენილება(www. matsne.gov.ge, 10/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.116.016298)
.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარ ყურაშვილი
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
1. ქ. ცაგერის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG XITL X C XK, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქ. ცაგერის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქ. ცაგერში ზონირება არ ხორციელდება);
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 35-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ცაგერში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN
0,3
1
0,24
35
2.52
3. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 1,26 ლარს.
4. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს – 0,63 ლარს.
5. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 75%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.89 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული წესი.