შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16492-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/16492-14

განჩინება

საქართველოს სახელით

2017 წლის 27იანვარი   

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი − შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი“ (ს/კ 232539385)

წარმომადგენელი − დირექტორის შპს „რეაბილიტაციის“ (ს/კ 206096419)  ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი − ბიძინა ჩიკვილაძე

გაკოტრების მმართველი − აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი − ლელა ხაციკიდუ

მოთხოვნა − კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 22 სექტემბერს განცხადებით მომართა შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” დირექტორის შპს „რეაბილიტაციის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატს“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და კანონით დადგენილი წესით მოწვეულ იქნა კრედიტორთა პირველი კრება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ −  აღსრულების ეროვნული ბიურო).

2017 წლის 17 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც წარმოადგინა შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის“ გაკოტრების საბოლოო ანგარიში.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 21 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. საზოგადოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.

1.2. გაკოტრების მმართველის ანგარიში და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგები და განაწილება;

1.3.  შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში”, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                    თამარ ბურჯანაძე