კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერელური დირექტორის
ბრძანება№2/8
2017 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების,,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის№02ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის„ა“პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
4.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში(მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი №1
| № | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
| 1. |
| გიორგი შატბერაშვილის სახლი |
| არქიტექტურის/ მემორიალური | XVIII საუკუნის შუახანა XX საუკუნის დასაწყისი |
| 2. |
| ივრისპირის ნაქალაქარი და ყორღანი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კოწახურის ქედის დას. კალთის ძირში, მდ. ივრის ვაკეზე | არქეოლოგიური /ქალაქთმშენებლობის | ანტიკური (ძვ.წ. II-ახ.წ. IV სს.) |
| 3. |
| ივრისპირის შუა საუკუნეების ნაქალაქარი |
| არქეოლოგიური /ქალაქთმშენებლობის | ანტიკური (ძვ.წ. II-ახ.წ. IV სს.) |
| 4. |
| ხორანთის ნაქალაქარი |
| არქეოლოგიური /ქალაქთმშენებლობის | ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრიდან - 1265 წ. |
დანართი №2
ივრისპირის ნაქალაქარი და ყორღანი - ძეგლის საზღვარი
GPS კოორდინატები: 604583.92 E 4560898.10 N;604719.18 E 4560807.28 N; 604469.98 E 4560758.61 N; 604597.88 E 4560665.76 N
დანართი №3
ივრისპირის შუა საუკუნეების ნაქალაქარი - ძეგლის საზღვარი
GPS კოორდინატები: 605958.18 E 4560477.80 N; 606049.06 E 4560346.11 N;605229.26 E 4559919.59 N; 605373.42 E 4559819.68 N
დანართი №4
ხორანთის ნაქალაქარი - ძეგლის საზღვარი
GPS კოორდინატები: 621314.34 E 4557015.70 N;621001.27 E 4556719.24 N; 621785.67 E 4556338.41 N; 621504.60 E 4556087.53 N