სს „საქკავშირმშენის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქკავშირმშენის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „საქკავშირმშენის“ დირექცია და სამეთვალყურეო საბჭო საზოგადოების აქციონერებს იწვევს საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 28 თებერვალს 14:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი თევდორე მღვდლისპროსპექტი №140, სს „საქკავშირმშენის” ადმინისტრაციის შენობა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. გენერალური დირექტორის ანგარიში საზოგადოების მდგომარეობისა და წლიური შედეგების შესახებ;
2. სს „საქკავშირმშენის“ რეორგანიზაცია (ნატურით გაყოფა);
3. სხვადასხვა.
საზოგადოების დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია არის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მხარდაჭერა.
კრების მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ სს „საქკავშირმშენის“ იმ აქციონერებს, რომლებიც აქციათა რეესტრში რეგისტრირებულნი არიან 2017 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით (საერთო კრების სააღრიცხვო დღე). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, აქციათა რეესტრში რეგისტრაცია (კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება) შეამოწმონ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, სს „საქკავშირმშენის“ აქციათა რეგისტრატორი კომპანია – „სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა.
გენდირექტორი
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე