📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016294
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,627 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2017 მიღება
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ პაპიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
დასახელება
ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე სულ
I 1.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება
II 2.   გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის დაკრძალვის ხარჯი
IV 4.   სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
ა)  მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი 13 ლარი ყოველთვიურად
ბ)  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  არასრულწლოვანი პირის ოჯახი 13 ლარი ყოველთვიურად
გ)   ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი 13 ლარი ყოველთვიურად
დ)   ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი არასრულწლოვანი 17 ლარი ყოველთვიურად
ე)  მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი  შვილი 13 ლარი ყოველთვიურად
ვ)  მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთზე მეტი შვილი 17 ლარი ყოველთვიურად
ი)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი 13 ლარი ყოველთვიურად
კ)   მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი 13 ლარი ყოველთვიურად
ლ)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი 1000 ლარი ერთჯერადად
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2017 წლის 31 იანვარი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების,  24-ე მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე  და „ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის,  25-ე  მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“   ქვეპუნქტის  შესაბამისად,   დედოფლისწყაროს      მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს: მუხლი 1🔗 1.  დამტკიცდეს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამა (დანართი 1).  2.  დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის  ბიუჯეტი და  რეალიზაციის ვადა (დანართი 2).  3.  დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების  2017 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი  (დანართი 3). მუხლი 2🔗 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების მინიმალური  სოციალური დახმარების პროგრამის  დაფინანსება  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  2017 წლის ადგილობრივი  ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამისა  და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/12/2016, სარეგისტრაციო კოდი:   190040000.35.169.016290). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან   წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინუგზარ პაპიაშვილი დანართი №1 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამა თავი I დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამა (შემდგომში – ,,პროგრამა“) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარებისა და ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემის პირობებს 2017 წლის განმავლობაში. მუხლი 2🔗. პროგრამის აქტუალობა  1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება. 2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას. 3. სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 4. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო წამახალისებელი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა.  მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი 1.აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება. 2.სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა. 3.სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა. 4.მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. 5.ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება. 6.მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა. 7. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა. 8.უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში. 9.სოციალური დახმარების პროგრამაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდთა ოჯახების ინტერესების გათვალისწინება. 10.ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება. 11.ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი ღონისძიების გატარება. 12.ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების დახმარება. მუხლი 4🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია: 1.სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; 2.მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა; 3. სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება; 4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება; 5. საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება; 6.მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა; 7.ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის პრიორიტეტები და სოციალური ღონიძიებები მუხლი 5🔗. სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის პრიორიტეტები 1. სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამა ვრცელდება შემდეგ ბენეფიციარებზე: ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირის ოჯახი; გ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი; დ) მრავალშვილიანი ოჯახი (ოთხი და მეტი შვილი), რომლესაც ჰყავს არასრულწლოვანი ასაკის ბავშვი(ები); ე) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი(ები); ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი; ზ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი; თ) ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს; ი) გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი ; კ) უპატრონო მიცვალებული; ლ) 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე; მ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ნ) ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე; ო) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველი პირი. 2. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა ვ); ზ); ი); კ); ლ); მ); ნ) ქვეპუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია. მუხლი 6🔗. სოციალური ღონისძიებები: 1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება; 2. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება; 3. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა;  4. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა; 5. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დაფინანსება; 6. ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. მუხლი 7🔗. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიება  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებაა ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემა. თავი III სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 8🔗. სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის დაფინანსება  სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია 573 000 (ხუთას სამოცდაცამეტი ათასი) ლარი. მუხლი 9🔗. მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა  ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების, ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი და სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსებისათვის თანხის გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია: 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლისა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ვ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი; ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ. 2. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახი: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ზ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი; თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირის შესახებ. 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი ან ერთზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვი: ა) განცხადება; ბ) მშობლის, მეურვის, ოჯახის სრულწლოვანი წევრის ან კანონით გათვალისწინებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) მეურვის ან მზრუნველის შემთხვევაში მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ე) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ის ასლები; ვ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ზ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; თ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ი) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირის შესახებ. 4.მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი ან ერთზე მეტი არის არასრულწლოვანი ბავშვი: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;  ვ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირის შესახებ. 5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; დ) ერთ–ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან. 6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი (ბავშვები) და ერთი ან ერთზე მეტი არის არასრულწლოვანი: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა დედის (გარდა იმ მარტოხელა დედების ვისაც ბავშვი შეძენილი ჰყავს 2011 წლის 1 იანვრიდან) სტატუსის მინიჭების შესახებ ; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლები; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ზ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირის შესახებ. 7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი, რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ე) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. 8. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის (რომელიც რეგისტრირებული იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში) ოჯახი: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სტატუსის ან საბრძოლო მოქმედების დროს გარდაცვალების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 9. მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ე) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. 10. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი: ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ახლობელი, ნათესავი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  გ) სტატუსის ან საბრძოლო მოქმედების დროს დამადასტურებელი დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 11. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი,რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლისა და ბინის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები ; გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევისა და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან (ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ არ მოეთხოვება ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულ უსახლკარო ოჯახებს);  ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა (ოჯახის ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში);  ვ) ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან; ზ) ბინის მესაკუთრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; თ) ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის (ავარიულობის) შესახებ. 12. გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (დაკრძალვის ხარჯის გამღები პირი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ან მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ვეტერანის დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის შესახებ (აქტთან ერთად); ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 13. უპატრონო მიცვალებული: ა) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა მიცვალებულის უპატრონობის შესახებ. გ) იმ ი/მ ან იურიდიული პირის წერილობითი მომართვა, რომელიც ახდენს დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებას. 14. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე: ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები. გ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 15. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი: ა) განცხადება; ბ) მშობლების ან მარტოხელა დედის შემთხვევაში დედის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლები; დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 16. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100); დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 17. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველი პირი: ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ამონაწერი-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV-100/ა, ანგარიშ-ფაქტურა ან კალკულაცია (დედანი); დ) საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ცნობა მოსახლეობის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტის ამოწურვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ვ) სსიპ –– სოცილური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის ე.წ. საგარანტიო წერილი (თანადაფინანსების შემთხვევაში), გარდა მწვავე- გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა. 18. სოციალური დახმარების მიმღები ქმედუუნარო და შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონე პირის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მუხლი 11🔗. სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის გამოყოფილი წამახალისებელი თანხის ოდენობა 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირის ოჯახი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი არასრულწლოვანი – 17 (ჩვიდმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და მათ შორის ერთზე მეტი არის არასრულწლოვანი – 17 (ჩვიდმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 7. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი შვილი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 8. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთზე მეტი შვილი – 17 (ჩვიდმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;  9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი, რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 10. მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 11. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი - თითოეულზე 50 (ორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად. 12. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი - 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად. 13. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე - 250 (ორასორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად; 14. ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – არაუმეტეს 60 (სამოცი) ლარი ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის გარეშე და ჩარიცხვა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) ბინის ქირის დასაფარად უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებისა და წელიწადში ორჯერ გადამოწმების საფუძვეელზე. 15. გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად. 16. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯის დაფინანსება – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად, რომლის ჩარიცხვა მოხდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, იმ ი/მ ან იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე, ვინც ახდენს დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებას. 17. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად; 18. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ერთჯერადად 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე; 19. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე - 100 (ასი) ლარი ყოველთვიურად; მუხლი 12🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების თანხის ოდენობა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი 1. 2017 წლის განმავლობაში სოციალური დახმარების კომისია გადაწყვეტილებას იღებს მწვავე სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების ან თანადაფინანსების, გეგმიური სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების ან თანადაფინანსების, მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის (ექიმის დანიშნულებით, მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით) დაფინანსების ან თანადაფინანსების შესახებ: ა) გეგმიური, მწვავე, სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ანგარიშ–ფაქტურაში მითითებული თანხის პროპორციულად: 300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; ბ) მაგნიტურ – რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ ანგარიშ–ფაქტურაში მითითებული თანხის პროპორციულად: 300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 2. სტაციონარული, ამბოლატორიული, მწვავე და გეგმიური მკურნალობის დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისათვის ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შემდგომ, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა; 3. განმეორებით (ერთი წლის განმავლობაში ორჯერ) მომართვისას ონკოლოგიური პაციენტებისათვის გადაირიცხება ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ დასკვნისა და წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შემდგომ, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 4. თანადაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების პროცენტის შესაბამისად, სსიპ –– სოცილური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის ე. წ. საგარანტიო წერილში წარმოდგენილი თანხიდან გამომდინარე გარდა 0-დან 6 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვებისა და ონკოლოგიური პაციენტებისა. 5. დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები. აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინება 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა და ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში. 6. გეგმიური, მწვავე, ამბოლატორიული, სტაციონარული მკურნალობა, მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა არ დაფინანსდება ან არ თანადაფინანსდება თუ: ა) მოქალაქე ჩართულია კერძო სადაზღვევო სქემებში (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, 0 - დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა და იმ შემთხვევისა, რომელსაც არ აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანია); ბ) მოქალაქეს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ან იმშობიარა ფიზიოლოგიურად; გ) ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; დ) მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომლიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში; ე) თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში არ არის რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან მისი სარეიტინგო ქულა 150 000 - ზე მეტია, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა და 0 - დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა. ვ) განმეორებით (ერთ წლის განმავლობაში მეორედ) მომართვისას, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა; ზ) საზღვარგარეთ მკურნალობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა; თ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სანატორიულ-კურორტული, სტომატოლოგიური მკურნალობა; ი) ორგანოთა ტრანსპლანტაცია და ეგზოპროტეზირების ხარჯი; კ) უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება (გარდა 0-დან 6 წლის ჩათვლით გეგმიური, მწვავე, სტაციონარული მკურნალობისა). 7. გეგმიური, მწვავე სტაციონარული და ამბოლატორიული მკურნალობის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე სამი თვის ვადით (ვადა აითვლება შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან) გაიცემა საგარანტიო წერილი, გარდა 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების მწვავე სტაციონარული მკურნალობისა.  8. სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი კომისიის მუშაობა განისაზღვრება ამ წესით: ა) კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით; ბ) კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. გ) კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე; დ) კომისიის მუშაობის პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია; ე) კომისიის მდივანი აფორმებს კომისიის სხდომის ოქმს; ვ) კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება; ზ) კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა; თ) კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით;  ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომრის ხმა. ო) კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. თითოეულ წევრს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს.  ი) კომისიის სხდომის ოქმი მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. მუხლი 13🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება  1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის მომსახურების დაფინანსება მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. თავი IV დასკვნითი დებულება მუხლი 14🔗. პროგრამების განხორციელების მექანიზმი 1. სოციალური დახმარების გასაცემათ საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება, შეჩერდება, გამოიყოფა და გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად: ა) „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის მე-11 მუხლის 1-10 პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიურად დახარჯული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 13 ან 17 ლარი 2017 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან; ბ) მე-11 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ბინის ქირის დასაფარად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის დღიდან. 2. სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახისათვის თანხის მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება. 3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან მოქალაქის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარი თანხა ჩაირიცხება სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო მოხმარებული ბუნებრივი აირის დასაფარი თანხა ჩაირიცხება „სოკარ ჯორჯია გაზის“ საბანკო ანგარიშზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად, ეს პირობა ვრცელდება ამ პროგრამის მე-11 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, და მე-10 პუნქტებზე. 4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე. 5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების შემთხვევაში თანხა გაიცემა ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში ერთ-ერთი მშობლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. 6. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. მოქალაქეზე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის გამგეობის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვა მოხდება, გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ფაქტობრივად ჩატარებული მკურნალობის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ან პაციენტის (მოსარგებლის) შესაბამისი მომართვის, ანგარიშ-ფაქტურის ან კალკულაციის და ავადმყოფის ისტორიიდან ამონაწერის( ფ № - 100/ა) წარმოდგენის შემდეგ, იმ სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სადაც მოქალაქეს გაეწია შესაბამისი მომსახურება. 8. 2016 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2017 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის ბიუჯეტში. 9. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნეს სსიპ –- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი. მუხლი 15🔗. პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:  1.საორგანიზაციო ნაწილში (შემოსული განცხადებებისა და წერილების განხილვა, დამუშავება, შესაბამისი დასკვნის მიღება ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების ერთჯერადი წამახალისებელი თანხის ან სხვა სოციალური დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ და მის საფუძველზე გამგებლის ბრძანების პროექტის მომზადება) – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება. 2. საფინანსო ნაწილში (მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარებისა და წამახალისებელი თანხების ჩარიცხვის უზრუნველყოფა) – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. მუხლი 16🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 17🔗. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა  პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 18🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; 2.დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა; 3.დაგეგმილი და ფაქტიური მონაცემების შესაბამისობა; 4.სოციალური დახმარების გაცემის ვადები. მუხლი 19🔗. პროგრამის განხორციელების მოსალოდნელი შედეგი 1. პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება: ა) სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა; ბ) უკიდურას გაჭირვებული ფენის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; გ) დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება; დ) მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; 2. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.                                                                                                                                                                            დანართი №2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა № დასახელება სოციალური დახმარების მოცულობა (ლარი) რეალიზაციის ვადა ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე სულ I 1.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 220 000 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად II 2.   გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის დაკრძალვის ხარჯი 300 ლარი 3 000 III 3.   სუბსიდია - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 16 სოფელში. 40 000 ხელშეკრულების საფუძველზე IV 4.   სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება 310 000 ა)  მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი 13 ლარი ყოველთვიურად 15 000 პროგრამის შესაბამისად ბ)  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  არასრულწლოვანი პირის ოჯახი 13 ლარი ყოველთვიურად 2 500 პროგრამის შესაბამისად გ)   ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი 13 ლარი ყოველთვიურად 4 000 პროგრამის შესაბამისად დ)   ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი არასრულწლოვანი 17 ლარი ყოველთვიურად 5 000 პროგრამის შესაბამისად ე)  მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი  შვილი 13 ლარი ყოველთვიურად 5 000 პროგრამის შესაბამისად ვ)  მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთზე მეტი შვილი 17 ლარი ყოველთვიურად 3 000 პროგრამის შესაბამისად ზ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ბავშვი) 13 ლარი ყოველთვიურად 2 500 პროგრამის შესაბამისად თ) მრავაშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და მათ შორის ერთზე მეტი არის არასრულწლოვანი 17 ლარი ყოველთვიურად 15 000 პროგრამის შესაბამისად ი)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი 13 ლარი ყოველთვიურად 1 000 პროგრამის შესაბამისად კ)   მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი 13 ლარი ყოველთვიურად 1 000 პროგრამის შესაბამისად ლ)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი 1000 ლარი ერთჯერადად 11 000 პროგრამის შესაბამისად მ)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი 250 ლარი ერთჯერადად 3 000 პროგრამის შესაბამისად ნ)    უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი 300 ლარი ერთჯერადად 1 200 პროგრამის შესაბამისად ო)    ხანძრით, მიწისძვრით , ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს 60 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის გარეშე) 18 000 პროგრამის შესაბამისად პ)  100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული  მოქალაქე 300 ლარი ერთჯერადად 600 პროგრამის შესაბამისად ჟ)   ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი (2016 წლის ვალდებულების გათვალისწინებით) 300  ლარი     ერთჯერადად 70 600 პროგრამის შესაბამისად რ)   ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე 100 ლარი ყოველთვიურად 5 600 პროგრამის შესაბამისად ს)   მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი; თითოეულ ბავშვზე 50 ლარი ერთჯერადად 11 000 პროგრამის შესაბამისად ტ)    სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება   (2016 წლის ვალდებულების გათვალისწინებით) 500 ლარამდე 55 000 პროგრამის შესაბამისად უ)   სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა 100 ლარი ერთჯერადად 80 000 პროგრამის შესაბამისად სულ: 573 000 დანართი №3 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების  2017 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი მუხლი1. რეგულირების სფერო წინამდებარე დოკუმენტი ადგენს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის  გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესს. მუხლი 2🔗.  ბენეფიციარები რომლებზეც ვრცელდება 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი 1. 2017 წელს გათბობის ხარჯით დაფინანსდება ქვემოთ ჩამოთვლილი ბენეფიციართა ოჯახები: ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახი; ბ) დევნილთა ოჯახი, რომლებიც დროებით რეგისტრირებულნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;   გ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და ერთი მაინც არის  არასრულწლოვანი; დ)   მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი; ე)   შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი; ვ)  მარტოხელა პენსიონერის (პენსიონერთა) ოჯახი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (II ჯგუფი) და ასაკით პენსიონერი), რომელსაც არ ჰყავს კანონით    გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი  მისი საცხოვებელი ადგილის   მიუხედავად; ზ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის   ბავშვი(ები); თ) მარტოხელა დედაზე, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი(ები); ი) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც განიცდის ეკონომიურ ან სხვა ყოფითი გარემოებით გამოწვეულ გაჭირვებას ან აქვს ჯანმრთელობასთან  დაკავშირებული პრობლემები და არ მიეკუთვნება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ა“  „ბ“ „გ“ „დ“ „ე“ „ვ“ „ზ“ „თ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრულ კატეგორიებს, მაგრამ რეკომენდაციას უწევს   ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი  შესაბამის  მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან. 2.   მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ “ დ „ „ე“ „ვ“ „ზ“ „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებზე    გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან  ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია. მუხლი 3🔗.   2017 წლის გათბობის ხარჯის მისაღებად  საჭირო დოკუმენტაცია და  თანხის ოდენობა 1.  2017 წელს გათბობის ხარჯის მისაღებად  ბენეფიციარმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:   ა)  განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი  ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი,  ასევე  კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);   ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ სოციალური  მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; დ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის,  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის  მქონე ბავშვი 18  წლის ასაკის მიღწევამდე;  მარტოხელა დედის სტატუსის); ე) საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  და შესაბამის  მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან საკრებულოს წევრის   რეკომენდაცია (ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის). 2.  მოქალაქეთა მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფისათვის ფინანსური დახმარების გაწევის  მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნის საფუძველზე გამგებლის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დაკავების გარეშე 2017  წელს გათბობის ხარჯით უზრუნველსაყოფად თითოეული კატეგორიაზე გაიცემა 100  ლარი. მუხლი 4🔗. წესის განხორციელების მექანიზმი 1. ამ წესით  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“  „ბ“ „გ“ „დ“ „ე“ „ვ“ „ზ“ „თ“ ქვეპუნქტებით   განსაზღვრულ  კატეგორიათა  განცხადებების  მიღების ბოლო ვადად განისაზღვროს 2017  წლის 1 მარტი,  ხოლო მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული კატეგორიისათვის - 2017 წლის 15 მარტი. 2.  ბრძანებების გამოცემის პერიოდულობა განისაზღვროს საჭიროებისამებრ, მაგრამ მინიმუმ  კვირაში ერთხელ 2017 წლის 1-ლ აპრილამდე.