ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.02.2017
ძალის დაკარგვა 08.06.2018
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2017 წლის 3 თებერვალი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების საფუძველზე,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1.
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლისს წესს და პირობებს.
2.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზანია უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
სტაჟირება – ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ)
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში;
გ)
კანდიდატი – პირი, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;
დ)
უშუალო ხელმძღვანელი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 3🔗.
სტაჟიორის სტატუსი
1.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი; სწავლობს სამაგისტრო ან დოქტორის საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
2.
სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული გადაწყვეტილების აღიარების შესახებ მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორწელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
3.
სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სტაჟიორი სწავლობს, თანხვედრაში უნდა იყოს საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
მუხლი 4🔗.
სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა
1.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ გამგეობის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10 %-ით.
2.
სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
3.
სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 10 სთ-დან 16 სთ-მდე.
4.
სტაჟირების ვადა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5.
ამ პროგრამის მიზნებისათვის სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების უწყვეტობა
1.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ყოველწლიურად, ორნაკადად.
2.
პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება ოქტომბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის – აპრილში.
მუხლი 6🔗.
სტაჟირების გავლის წესი
1.
გამგეობაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით.
2.
სტაჟიორობის კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ანუ უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე მათი აკადემიური მოსწრების (GPA (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) მიხედვით განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ამასთან, სტაჟიორობის კანდიდატებისათვის პროგრამის რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები.
3.
დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო ირიცხებიან რეზევრში, სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზევრში ჩარიცხული პირები გაივლიან სტაჟირებას შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.
4.
ბიურო, თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სტუდენტების და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
5.
გამგეობა ვალდებულია შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია გამგეობაში არსებული სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
6.
სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია გამგეობაში. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გამგეობა ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამის სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან რიგითობის პრონციპით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მუხლი 7🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1.
სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას, სამუშაო აღწერილობის ფარგლებში.
2.
სტაჟიორს უფლება აქვს სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა)
გაეცნოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ)
გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ)
დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ)
სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს გამგებელს;
ე)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3.
სტაჟიორი ვალდებულია:
ა)
დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს გამგეობის დებულებით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სპეციფიკიდან;
ბ)
დაიცვას გამგეობის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ)
დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4.
სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესიდან.
მუხლი 8🔗.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლება-მოვალეობები სტაჟიორის მიმართ
1.
გამგეობა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2.
აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, გამგეობა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე. სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3.
გამგეობა ვალდებულია წელიწადში ორჯერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
1.
სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია გამგებლის გადაწყვეტილებით კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად კონკრეტულ სტაჟიორს.
2.
სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3.
სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4.
სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
5.
სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების შედეგები აცნობოს გამგეობის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს, ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 10🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა)
სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ)
სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ)
დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ)
საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის შინაგანაწესის ან/და გამგეობისა და შესაბამისი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
2.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში აცნობებს საჯარო სამსახურის ბიუროს.
მუხლი 11🔗.
სტაჟირების დასრულება
1.
სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ გამგებელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა)
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ)
სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ;
2.
სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
დანართი №2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი
ეძლევა -----------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის.
---------------------- --------------------
ხელმოწერა თარიღი