„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №14 |
|
2017 წლის 1 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მე-2 თავი);
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“;
კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანება.
მუხლი 10
1. ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მე-2 თავი);
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“;
კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანება.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
1. ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის (ქსელური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) როუტინგი და სვიჩინგი, ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგია;
დ) ქსელური მოწყობილობების (Cisco, HP,Microtic) ადმინისტრირების ცოდნა;
ე) ქსელური პროტოკოლების ცოდნა;
ვ) მარშრუტიზაცია, VPN კავშირები, VLAN;
ზ) ციფრული ტელეფონია (Asterisk სერვერის ადმინისტრირების გამოცდილება);
თ) უცხო ენების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად;
ი) CCNA ან CCNP სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
კ) Linux ოპერაციული სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ლ) Linux ოპერაციული სისტემაზე დაფუძნებული საფოსტო სერვერების ადმინისტრირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
მ) ვირტუალიზაციის პლატფორმა VMware ESX-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ნ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის (ქსელური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III თავი);
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანება.“.
3. მე-13 მუხლის
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) Windows სერვერები;“;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ქსელური ტექნოლოგიები (VPN, NAT);“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);“.
4. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ინსპექტორის (სისტემური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ან მეოთხე კურსის სტუდენტი;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) Windows სერვერები ჩაითვლება უპირატესობად;
დ) Active Directory-ის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
ე) ქსელური პროტოკოლები (TCP/IP);
ვ) ელფოსტის პროტოკოლების ცოდნა;
ზ) ქსელური სერვისები (DNS, DHCP) ჩაითვლება უპირატესობად;
თ) ქსელური ტექნოლოგიები (VLAN, VPN, NAT) ჩაითვლება უპირატესობად;
ი) Barracuda ვებფილტრთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
კ) ვირტუალიზაციის პლატფორმა Vmware ESX ჩაითვლება უპირატესობად;
ლ) Microsoft Certified Technology Specialist MCTS: Windows Server 2008/2012 Active Directory, Configuration სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
მ) უცხო ენების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად;
ნ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);“.
5. მე-15 მუხლის
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ქსელური სერვისების (DNS, DHCP) საბაზო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;“;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ქსელური პროტოკოლების (TCP/IP ) ცოდნა;“;
ა.გ) „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საოფისე პროგრამების Microsoft Office ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);“.
|