⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 03.02.2017
ძალის დაკარგვა 22.02.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.105.016296
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 440 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.02.2017 მიღება
22.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,63 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №8 2017 წლის 3 თებერვალი ქ.ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და  25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების   მიწის ნორმატიული ფასი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/02/2016წ, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.105.016248). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული  ფასი მუხლი 1🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატი  მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის  ადგილზე არსებული მიწის საბაზო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn=IMG  X ITL  X C X K, სადაც: ა) Cn არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ზუგდიდის  მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.63-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს, რადგანაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ზონირება არ ხორცილდება; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწიეს ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს. მუხლი 2🔗 პირველი მუხლის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K Cn 0,63 1 0,24 150 22,68 მუხლი 3🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 35%-ის ოდენობით და შეადგენს 7,9 ლარს. მუხლი 4🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში ამ  დადგენილების  მე-2  მუხლში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 5,67 ლარს. მუხლი 5🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში  გამავალ „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დადგენილი  ფასის  50%-ის ოდენობით და  იგი  შეადგენს 11,34 ლარს. ამ შემთხვევაში  არ  გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი. მუხლი 6🔗 სოფლებში – ანაკლია, განმუხური, რუხი – ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით  და შეადგენს  18.14 ლარს.