,,2017 წლისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2017 წლის 3 თებერვალი ქ. ზუგდიდი |
1. დადგენილებას დაემატოს დანართი შემდეგი რედაქციით:
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა
1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია აუტისტური სპექტრის აშლილობების (ასა) და ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების მკურნალობა, სოციალური კომუნიკაციის ხელშეწყობა, ადაპტაციური უნარების განვითარება და მათი ოჯახების მხარდაჭერა.
2. პროგრამის ამოცანები
პროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფში შემავალი ბავშვების კომუნიკაციური, ქცევითი და ვერბალური უნარების გაუმჯობესება, სოციალიზაციის ხელშეწყობა და მათი ოჯახების შესაბამისი ინფორმაციითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფა.
3. პროგრამის მოსარგებლეები და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
პროგრამის მოსარგებლეები არიან 2 წლიდან 14 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზი ძირითად დიაგნოზად:
ა) ბავშვთა აუტიზმი (F84.0);
ბ) ატიპიური აუტიზმი (F84.1);
გ) რეტის სინდრომი (F84.2);
დ) ბავშვთა სხვა დეზინტეგრაციული აშლილობა (F84.3);
ე) ჰიპერაქტიური აშლილობა თანმხლები გონებრივი ჩამორჩენილობით და სტერეოტიპული მოძრაობებით (F84.4);
ვ) ასპერგერის სინდრომი (F84.5);
ზ) განვითარების სხვა პერვაზიული აშლილობა (F84.8);
თ) განვითარების პერვაზიული აშლილობა, დაუზუსტებელი (F84.9).
4. პროგრამით განსაზღვრულ სერვისებს წარმოადგენს:
ა) მიმწოდებლის მიერ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა, წარდგენა განმახორციელებელთან, მისი განხორციელება და განახლება;
ბ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მინიმუმ ორი სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მოსარგებლისათვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს 15 ინდივიდუალური სეანსის მიწოდებას, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად;
ბ.ა) პროგრამით განსაზღვრული თითოეული ინდივიდუალური სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს;
ბ.ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება) და კონსულტირება ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
გ) მიმწოდებლის მიერ 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით და ანგარიშის წარდგენა განმახორციელებლისათვის.
5. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი შეიძლება იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. აქვს პროგრამის სამიზნე ჯგუფის სერვისის განხორციელების სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
2. უზრუნველყოფს შესაბამის სერვისს მულტიდისციპლინური გუნდი: ექიმი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი და სხვ. ამასთან, ქცევითი თერაპევტი არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი – ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადება (ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ორი სპეციალისტის აუცილებლობით).
3. უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით.
6. მოსარგებლე პირების ჩართვა პროგრამაში
1. მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა პროგრამაში ჩართვისა და პროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.
ა) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე, და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისათვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი.
2. მოსარგებლისათვის საგარანტიო წერილის ავტომატურ გაუქმებას იწვევს:
ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა განმახორციელებლის მიერ გაცემული ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე;
ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე, გარდა „გ“ პუნქტით გათლისწინებული შემთხვევებისა;
გ) საგარანტიო წერილის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა:
1. თუ დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით.
2. მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით არაუმეტეს 1 თვის საგარანტიოს პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში.
3. დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო მოსარგებლის მიერ საგარანტიოს გამოუყენებლობის შემთხვევაში.
7. ანგარიშგება
1. მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის მინიმუმ ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს.
2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული საგარანტიოს საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 315 ლარისა.
3. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
4. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი.
5. განმახორციელებელი უფლებამოსილია, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობების გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.
6. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა.
7. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 15 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე“.
|