📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016394
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2017
matsne.gov.ge 1,172 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
N შეფასების კრიტერიუმები
1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3. დროის მართვის უნარი
4. ანალიტიკური აზროვნების უნარი
5. დეტალებზე ორიენტირებულობა
6. კარიერული მიზნები
კანდიდატის სახელი, გვარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 25.02.2016 მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 11.01.2016 მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 05.05.2015 მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 25.02.2016 მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 01.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №109 2017 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახე“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის წერითი დავალება – დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №1 – დანართი №3, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 – დანართი №4 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №5. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის  თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების  და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 11 იანვრის №399 ბრძანება (ვებგვერდი, 12/01/2016,  სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.029.016335). მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი №1 მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის  თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის  თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება – სასურველია საჯარო სექტორში  მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ, Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoit – კარგი ცოდნა; დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. 3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის  თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანება; ე)  „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია (1951); ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის 31 იანვრის ოქმი; ზ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №99 ბრძანება. დანართი №2 წერითი დავალება წერითი დავალება შედგება ორი კითხვისგან. აღნიშნული კითხვების მიზანია წარმოაჩინოს კანდიდატის ლოგიკური აზროვნების, მსჯელობისა და წერითი უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. პირველი კითხვა ფასდება შემდეგი ქულებით: არასწორი პასუხი – 0 ქულა, 3 ქულა – საშუალოზე ნაკლები,  6 ქულა – საშუალო, 9 ქულა – კარგი, 12 – ძალიან კარგი. მეორე კითხვა ფასდება შემდეგი ქულებით: არასწორი პასუხი – 0 ქულა, 2 ქულა – საშუალოზე ნაკლები, 4 ქულა – საშუალო, 6 ქულა – კარგი, 8 – ძალიან კარგი; წერითი დავალების შესრულებაზე გამოყოფილია  ერთი საათი და 30 წუთი. წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულა დაითვლება თითოეული კითხვის შესრულებით მიღებულ ქულათა მიმატებით. წერითი დავალება დადებითად შესრულებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი მიიღებს წერითი დავალების მაქსიმალურ ქულათა ოდენობის 60  პროცენტს. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის ნომერი:________________________________________________________  თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________ კითხვა 1 (ნიმუში): თავშესაფრის მაძიებლის ისტორია განმცხადებელი ჰამიდი ამტკიცებს, რომ მისი პროტესტანტული აღმსარებლობის გამო  რუტინიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგი აწამეს, დააშინეს და არაერთგზის დააპატიმრეს. ხელისუფლებამ ჰამიდი „ექსტრემიზმში“ დაადანაშაულა და იგი სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო „სამშობლოს ღალატის“ გამო, მაგრამ მან საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა. ჰამიდი აცხადებს, რომ იგი ჩვეულებრივი პრაქტიკის მქონე პროტესტანტია და ეშინია, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ელოდება  მუდმივი დევნა და სასტიკი სასჯელი. ჰამიდი ამტკიცებს, რომ რუტინიის პოლიციამ, დაპატიმრებისას მის პასპორტს კონფისკაცია გაუკეთა. ამასთან, მან წარმოადგინა დაბადების მოწმობა და პოლიციაში, დაკითხვაზე გამოცხადების უწყება. როგორც აცხადებს, მას არ მისცეს ადვოკატით სარგებლობის უფლება და ამიტომ არ შეუძლია წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც იგი უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია რუტინიაში Human Rights Watch-ის ანგარიშიდან რუტინიას შესახებ: ხელისუფლებამ შეზღუდა აღმსარებლობის თავისუფლების უფლება, განიხილავს რა თითქმის ყველა იმ სახის რელიგიურ მოღვაწეობას, რომელიც არ ექვემდებარება სახელისუფლებო კონტროლს, როგორც დანაშაულს. მოსამართლეებმა ექსტრემისტული მოღვაწეობის გამო მრავალი დამოუკიდებელი მუსლიმი გაასამართლეს; რამდენიმე პროტესტანტული ჯგუფი დაექვემდებარა დევნას. ხშირად, დაკავებულებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამყოფებდნენ დაცვის ქვეშ მიმოწერის უფლების, ასევე ნათესავებთან და უფლებების დამცველებთან ურთიერთობის გარეშე. ბრალდებულებს ხშირად ართმევდნენ ადვოკატის დახმარების უფლებას. საბრალდებო აქტი გამოიტანებოდა თითქმის ყველა შემთხვევაში და, როგორც წესი, ეფუძნებოდა იძულების გზით მიღებულ განსასჯელთა აღიარებებსა და მოწმეთა ჩვენებებს. საბრალდებო აქტის გამოტანის შემდეგ, პოლიცია ხშირად კონფისკაციას უკეთებდა პასპორტებს. გთხოვთ, მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით იმსჯელოთ, იმსახურებს თუ არა ჰამიდი ლტოლვილის სტატუსს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის კრიტერიუმების შესაბამისად? (გთხოვთ მოწოდებული ფაქტები მიიჩნიეთ სანდოდ). კითხვა 2. (ნიმუში) განმარტეთ, რას გულისხმობს არ გაძევების  (non refoulement) პრინციპი ლტოლვილთა სამართალში. დანართი №3 გასაუბრების შეფასების ფორმა №1 ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+-ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: _________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:__________________________________________________  კომისიის წევრის სახელი,გვარი: _______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): _________________________________________________ N შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. განათლება/კვალიფიკაცია 2. სამუშაო გამოცდილება 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა 4. სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია) შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:________________________________________________ . დანართი №4 გასაუბრების შეფასების ფორმა №2 ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: __________________________________________________  კომისიის წევრის სახელი, გვარი: ______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________ N შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი 2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი 3. დროის მართვის უნარი 4. ანალიტიკური აზროვნების უნარი 5. დეტალებზე ორიენტირებულობა 6. კარიერული მიზნები შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:_________________________________________________ . დანართი №5 კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა კანდიდატთა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულის და გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით. საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________ № კანდიდატის სახელი, გვარი შეფასების ჯამური ქულა 1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________ .