მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №109 |
|
2017 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი |
„საჯარო სამსახურის შესახე“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის წერითი დავალება – დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №1 – დანართი №3, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 – დანართი №4 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №5.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 11 იანვრის №399 ბრძანება (ვებგვერდი, 12/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.029.016335).
|
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება – სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ, Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoit – კარგი ცოდნა; დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. 3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანება; ე) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია (1951); ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის 31 იანვრის ოქმი; ზ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №99 ბრძანება. |
წერითი დავალება შედგება ორი კითხვისგან. აღნიშნული კითხვების მიზანია წარმოაჩინოს კანდიდატის ლოგიკური აზროვნების, მსჯელობისა და წერითი უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. პირველი კითხვა ფასდება შემდეგი ქულებით: არასწორი პასუხი –
0 ქულა, 3 ქულა –
საშუალოზე ნაკლები, 6 ქულა –
საშუალო, 9 ქულა –
კარგი, 12 –
ძალიან კარგი. მეორე კითხვა ფასდება შემდეგი ქულებით: არასწორი პასუხი –
0 ქულა, 2 ქულა –
საშუალოზე ნაკლები, 4 ქულა –
საშუალო, 6 ქულა –
კარგი, 8 –
ძალიან კარგი;
წერითი დავალების შესრულებაზე გამოყოფილია ერთი საათი და 30 წუთი. წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულა დაითვლება თითოეული კითხვის შესრულებით მიღებულ ქულათა მიმატებით. წერითი დავალება დადებითად შესრულებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი მიიღებს წერითი დავალების მაქსიმალურ ქულათა ოდენობის 60 პროცენტს. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის ნომერი:________________________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________ კითხვა 1 (ნიმუში): თავშესაფრის მაძიებლის ისტორია განმცხადებელი ჰამიდი ამტკიცებს, რომ მისი პროტესტანტული აღმსარებლობის გამო რუტინიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგი აწამეს, დააშინეს და არაერთგზის დააპატიმრეს. ხელისუფლებამ ჰამიდი „ექსტრემიზმში“ დაადანაშაულა და იგი სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო „სამშობლოს ღალატის“ გამო, მაგრამ მან საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა. ჰამიდი აცხადებს, რომ იგი ჩვეულებრივი პრაქტიკის მქონე პროტესტანტია და ეშინია, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ელოდება მუდმივი დევნა და სასტიკი სასჯელი. ჰამიდი ამტკიცებს, რომ რუტინიის პოლიციამ, დაპატიმრებისას მის პასპორტს კონფისკაცია გაუკეთა. ამასთან, მან წარმოადგინა დაბადების მოწმობა და პოლიციაში, დაკითხვაზე გამოცხადების უწყება. როგორც აცხადებს, მას არ მისცეს ადვოკატით სარგებლობის უფლება და ამიტომ არ შეუძლია წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც იგი უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია რუტინიაში Human Rights Watch-ის ანგარიშიდან რუტინიას შესახებ: ხელისუფლებამ შეზღუდა აღმსარებლობის თავისუფლების უფლება, განიხილავს რა თითქმის ყველა იმ სახის რელიგიურ მოღვაწეობას, რომელიც არ ექვემდებარება სახელისუფლებო კონტროლს, როგორც დანაშაულს. მოსამართლეებმა ექსტრემისტული მოღვაწეობის გამო მრავალი დამოუკიდებელი მუსლიმი გაასამართლეს; რამდენიმე პროტესტანტული ჯგუფი დაექვემდებარა დევნას. ხშირად, დაკავებულებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამყოფებდნენ დაცვის ქვეშ მიმოწერის უფლების, ასევე ნათესავებთან და უფლებების დამცველებთან ურთიერთობის გარეშე. ბრალდებულებს ხშირად ართმევდნენ ადვოკატის დახმარების უფლებას. საბრალდებო აქტი გამოიტანებოდა თითქმის ყველა შემთხვევაში და, როგორც წესი, ეფუძნებოდა იძულების გზით მიღებულ განსასჯელთა აღიარებებსა და მოწმეთა ჩვენებებს. საბრალდებო აქტის გამოტანის შემდეგ, პოლიცია ხშირად კონფისკაციას უკეთებდა პასპორტებს. გთხოვთ, მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით იმსჯელოთ, იმსახურებს თუ არა ჰამიდი ლტოლვილის სტატუსს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის კრიტერიუმების შესაბამისად? (გთხოვთ მოწოდებული ფაქტები მიიჩნიეთ სანდოდ). კითხვა 2. (ნიმუში) განმარტეთ, რას გულისხმობს არ გაძევების (non refoulement) პრინციპი ლტოლვილთა სამართალში. |
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+-ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: _________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:__________________________________________________ კომისიის წევრის სახელი,გვარი: _______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): _________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:________________________________________________ . |
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: __________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი: ______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:_________________________________________________ . |
კანდიდატთა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულის და გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________ . |