⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2017)
გაუქმებულია:

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2017
ძალის დაკარგვა 22.02.2017
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016283
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 376 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2017 მიღება
22.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერი ლაშქარავა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2017 წლის 6 თებერვალი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმა დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა დანართი  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში – გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „სენაკის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №27 დადგენილების შესაბამისად. 2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში საკრებულოს აპარატის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს. მუხლი 2🔗. სარეორგანიზაციო განყოფილებები 1. რეორგანიზაცია შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს – განყოფილებებს: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. 2. რეორგანიზაციის მიზანია საკრებულოს აპარატის ფუნქციური ოპტიმიზაცია, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, შტატების შემცირებით ან/და გადაადგილებით. მუხლი 3🔗. სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები 1. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში. 2. რეორგანიზაციის განმავლობაში სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუშაობას განაგრძობენ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების შესაბამისად. 3. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები: ა) აპარატის დებულების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2017 წლის 15 თებერვლამდე; ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე დადგენილების პროექტის მომზადება 2017 წლის 15 თებერვლამდე; გ) ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომელთა გაფრთხილების თაობაზე; დ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მომუშავე შვებულებაში მყოფი თანამშრომლების გამოძახება და ინფორმირება მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ; ე) ვაკანტურ თანამდებობებზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით და „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №57 დადგენილებით დამტკიცებული წესების მიხედვით. მუხლი 4🔗. გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები 1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. 2. გეგმის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება.