„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.019775
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2017 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი - კომისიის თავმჯდომარე;  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის წევრი;  

საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - კომისიის წევრი;  

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;  

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის წევრი;  

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოად­გილე - კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;  

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახა­ზინო სამსახურის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;  

სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის წევრი;  

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე  -  კომისიის წევრი;

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - კომისიის წევრი.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი