ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2017
ძალის დაკარგვა 05.07.2024
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.143.016411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 249 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2017 მიღება
05.07.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №3 2017 წლის 6 თებერვალი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ. ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 განისაზღვროს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები სახეობების მიხედვით: ა) კაზინოს ( სამორინე)   თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;  გ) თითოეულ წამახალისებელ  გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი  თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით; ე) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით; ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით; ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20% . მუხლი 3🔗 დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე