ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონალური ჯგუფის (CEBS) მიერ 2017 წლისათვის საქართველოს კოორდინატორად არჩევასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღების მიზნით, სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსის ანა გობეჩიას ქ. ჟენევაში (შვეიცარია) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების შესახებ
მიღების თარიღი 02.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №168
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ჯეოპარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პეის ტერმინალისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პეის ტერმინალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონალური ჯგუფის (CEBS) მიერ 2017 წლისათვის საქართველოს კოორდინატორად არჩევასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღების მიზნით, სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსის ანა გობეჩიას ქ. ჟენევაში (შვეიცარია) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h4 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
span.Heading4Char { font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №168
2017 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონალური ჯგუფის (CEBS) მიერ 2017 წლისათვის საქართველოს კოორდინატორად არჩევასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღების მიზნით, სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსის ანა გობეჩიას ქ. ჟენევაში (შვეიცარია) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. მივლინებულ იქნეს გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებათა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი ანა გობეჩია ქ. ჟენევაში (შვეიცარია), ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. დაევალოს ანა გობეჩიას, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო), ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონალური ჯგუფის (CEBS) მიერ 2017 წლისათვის საქართველოს კოორდინატორად არჩევასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელით, ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონალური ჯგუფის (CEBS) კოორდინატორის მოვალეობების განხორციელება.
3. ეთხოვოს ქ. ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ანა გობეჩიასთვის სამუშაო პირობების შექმნის ხელშეწყობა.
4. ანა გობეჩია იმყოფებოდეს ქ. ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ დაქვემდებარებაში.
5. ანა გობეჩიას გრძელვადიანი სამუშაო მივლინების პერიოდში განესაზღვროს ყოველთვიური სამივლინებო თანხა 5500 ევროს ოდენობით.
6. ანა გობეჩიას შეუჩერდეს თანამდებობრივი სარგო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან.
7. ანა გობეჩიასა და მისი ოჯახის წევრებს გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას და გრძელვადიანი სამუშაო მივლინების დასრულების დროს აუნაზღაურდეთ:
ა) მგზავრობის ხარჯი - ადგილსამყოფელი ქვეყნის/საქართველოს მიმართულებით „ეკონომ“ ან შესაბამისი კლასის სამგზავრო ავიაბილეთის ღირებულება (ერთი მიმართულებით). იმ შემთხვევაში, როდესაც გრძელვადიანი სამუშაო მივლინების დასრულებიდან მივლინებული პირი ოჯახით მიემგზავრება სხვა ქვეყანაში, მას უნაზღაურდება „ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ერთი მიმართულებით);
ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯი – არაუმეტეს 600 ევროს ოდენობისა.
8. ამ განკარგულების მიზნებისათვის ოჯახის წევრი არის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი.
9. ანა გობეჩიას გრძელვადიანი სამუშაო მივლინებისას აუნაზღაურდეს მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს:
ა) ბინის დაქირავებამდე გასაწევ ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები);
ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მაკლერის და სხვა ხარჯები);
გ) პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა).
10. ამ განკარგულების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები ანა გობეჩიას აუნაზღაურდეს:
ა) ერთჯერადი დახმარების სახით - 5000 ევროს ოდენობით;
ბ) მაკლერთან (სამაკლერო კომპანიასთან) გაფორმებული ხელშეკრულების ან მაკლერის (სამაკლერო კომპანიის) მომსახურებით სარგებლობის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, მაკლერის (სამაკლერო კომპანიის) მომსახურების ხარჯის 80%, მაგრამ არაუმეტეს დასაქირავებელი ბინის ქირის ერთი თვის ოდენობისა.
11. საჭიროების შემთხვევაში, ანა გობეჩიაზე ავანსის სახით გაიცეს ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები, არა უმეტეს 5 თვის ბინის ქირის ოდენობისა.
12. ანა გობეჩიას და მისი ოჯახის წევრებს, კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად აუნაზღაურდეთ:
ა) ანა გობეჩიას – გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური სამივლინებო თანხის განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა;
ბ) ანა გობეჩიას და მისი ოჯახის წევრებს – „ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით);
გ) ანა გობეჩიას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში, მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
13. შვებულებიდან გამოძახების გამო შვებულების შეწყვეტის შემთხვევაში შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ ანა გობეჩიას.
14. ანა გობეჩიას მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თუ იგი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდეთ „ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ამ განკარგულების მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
15. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას, ანა გობეჩიას უნარჩუნდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა.
16. გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოკლევადიანი მივლინებით გამგზავრებისას მოკლევადიანი მივლინების ანაზღაურება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, ანა გობეჩიას შეუნარჩუნდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა.
17. ანა გობეჩიას გრძელვადიან სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული თანხების ანაზღაურება სრულად დაევალოს სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“, საკუთარი შემოსავლებიდან.
პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი