,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
1. დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს;
2. დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების (დანართი №1): ა) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ასევე მთავარ ბუღალტერს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“. გ) მე-9 მუხლის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი;“. გ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს; ე) მე-12 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171 საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საზოგადოებისათვის, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს ფუნქციის, საქმიანობისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ბ) საზოგადოებაში უმაღლესი საბჭოს იმიჯის შექმნის ხელშეწყობა; გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარი უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; დ) კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარების, პრესტურების, გამოფენების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება; ე) უმაღლესი საბჭოს ვებპორტალის თემატური წარმართვა და საინფორმაციო უზრუნველყოფა; ვ) პრესრელიზების, მიმოხილვების, სტატიების, ბროშურების, ვიდეოპროდუქციის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელება; ზ) უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტთა ყოველწლიური აკრედიტება; თ) უმაღლესი საბჭოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ორგანიზება; ი) საზოგადოებრივი ურთიერთობების პროექტების მომზადება და ინიციირება; კ) უმაღლეს საბჭოში თანამედროვე ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნა; ლ) უმაღლესი საბჭოს პლენარული (რიგგარეშე) სხდომების (სესიების) გაძღოლის კომპიუტერული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; მ) უმაღლესი საბჭოს საქმიანობის კომპიუტერიზაციისა და ინფორმატიზაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარებისათვის სათანადო პროექტების შემუშავება და განხორციელება; ნ) უმაღლესი საბჭოსა და სხვა ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის განთავსება უმაღლესი საბჭოს ინტერნეტგვერდზე; ო) უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეწყობა; პ) უმაღლეს საბჭოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციათა და ცალკეულ პირთა მიღებისა და გამგზავრების უზრუნველყოფა სახელმწიფო პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად; ჟ) უმაღლესი საბჭოს შიდა ღონისძიებების საპროტოკოლო მომსახურება; რ) უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზაციულ-პროგრამული უზრუნველყოფა; ს) უმაღლესი საბჭოს წევრთა სავიზო-საპასპორტო მომსახურება; ტ) უმაღლეს საბჭოში ოფიციალური შეხვედრების სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანის უზრუნველყოფა; უ) უმაღლესი საბჭოს წევრების საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის ხელშეწყობა.“; ზ) მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა
|
2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.
ჩაქვი, 10 თებერვალი 2017 წ. N27-უ.ს.რ.ს. |