საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ“ ქ. თბილისში 2004 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №300
2004 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ“ ქ. თბილისში 2004 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. თბილისში 2004 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი