საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 29.04.2016
ძალაში შესვლა 22.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
საქართველოს სახელით
თამარ სანიკიძე
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი
(ხელმოწერილია)
ნომერი №200/46
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016459
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საერთაშორისო შეთანხმება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმება
ევროკავშირსა და საქართველოს შორის
საქართველოს მონაწილეობის შესახებ პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“: კავშირის პროგრამა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის,
და ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ქვეპროგრამის ფარგლებში
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა – ჰორიზონტი 2020 – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამაში (2014 – 2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ
საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახელით, და ევროკომისია, შემდგომში წოდებული, როგორც „კომისია“, ევროკავშირის სახელით,
შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“,
იმის გათვალისწინებით, რომ
(1) ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ¹,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების (ასოცირების შესახებ შეთანხმება) 381-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ყველა მიმდინარე და სამომავლო პროგრამაში, რომელიც ღია იქნება საქართველოს მონაწილეობისათვის ამ პროგრამების მიმღები შესაბამისი დებულებების თანახმად.
(2) ევროკავშირის პროგრამებში (ოქმი III) საქართველოს მონაწილეობის ზოგადი პრინციპების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო-შეთანხმების თაობაზე ასოცირების შესახებ შეთანხმების III ოქმის მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ ევროკავშირის თითოეულ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები, კერძოდ, გადასახდელი ფინანსური კონტრიბუცია, ასევე, ანგარიშების წარდგენა და შეფასების პროცედურები, განისაზღვრება საქართველოსა და კომისიის კომპეტენტურ უწყებებს შორის შეთანხმების გზით.
(3) ოქმი III დროებით გამოიყენება 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
(4) 2013 წლის 11 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა და საბჭომ მიიღო რეგულაცია EU N1291/20132, რომელიც შეეხება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ პროგრამას „ჰორიზონტი 2020 –
კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამა“ (2014-2020) ( „პროგრამა“).
(5) პროგრამა მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს ევროპის კვლევითი სივრცისა და ინოვაციის კავშირის განხორციელებაში.
(6) რეგულაციის (EU) N1291/2013 მე-7 (2) მუხლის შესაბამისად, „ჰორიზონტი 2020“-ში ასოცირებული ქვეყნების მონაწილეობასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები, მათ შორის ფინანსური კონტრიბუცია, რომელიც დაეფუძნება ასოცირებული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს, უნდა განისაზღვროს ევროკავშირსა და ასოცირებულ ქვეყანას შორის საერთაშორისო ხელშეკრულების გზით.
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მოქმედების სფერო - პროგრამა
1. საქართველო მონაწილეობას მიიღებს როგორც ასოცირებული ქვეყანა პროგრამაში, მათ შორის კონკრეტულ პროგრამაში, და ქვემოთ განსაზღვრული მონაწილეობის წესების შესაბამისად:
რეგულაცია (EU) N1291/2013;
2013 წლის 11 დეკემბრის³
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EU) N1290/2013;
საბჭოს გადაწყვეტილება 743/2013/EU4
და ნებისმიერი სხვა წესი, რომელიც ეხება „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის განხორციელებას.
2. ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) N294/20085
, რომელიც ჩასწორებული იქნა ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EU) N1292/20136
, რომელიც ეხება ქართული დაწესებულებების მონაწილეობას „ცოდნისა და ინოვაციის საზოგადოებებში“.
მუხლი 2🔗
პროგრამაში მონაწილეობის პირობები
1. საქართველო მონაწილეობას მიიღებს პროგრამის აქტივობებში წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, კერძოდ პირველ მუხლში, და შეთანხმების დანართში მითითებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. საქართველოში დაარსებული იურიდიული პირები მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის არაპირდაპირ ქმედებებში, რომლებიც დაფინანსებულია 2016 წლის ბიუჯეტიდან, იმავე პირობებით, რაც ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იურიდიულ პირებზე, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმებით დადგენილ, თუ შეთანხმებაში მითითებულ დებულებებსა და პირობებს.
3. საქართველოში დაარსებული იურიდიული პირები მონაწილეობას მიიღებენ „ცოდნისა და ინოვაციის საზოგადოებების“ აქტივობებში იმავე პირობებით, რაც ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იურიდიულ პირებზე.
4. იქ, სადაც ევროკავშირი ითვალისწინებს დებულებებს, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმების 185-ე და 187-ე მუხლების განსახორციელებლად, საქართველოს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს ამ დებულებების თანახმად შექმნილ იურიდიულ სტრუქტურებში, იმ გადაწყვეტილებებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც მიღებულია ან მიღებული იქნება ამგვარი იურიდიული სტრუქტურების დასაარსებლად.
5. საქართველოს იურიდიული პირები მონაწილეობას მიიღებენ „ერთობლივი კვლევის ცენტრის“ აქტივობებში, რომელიც დაფინანსებულია 2016 წლის ბიუჯეტიდან იმავე პირობებით, რაც ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იურიდიულ პირებზე.
6. პროგრამაში მონაწილეობისათვის საქართველო განახორციელებს ფინანსურ კონტრიბუციას ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში, წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის და II დანართის შესაბამისად.
7. საქართველოს წარმომადგენლებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც დამკვირვებლებმა, კომიტეტში, რომელიც მითითებულია გადაწყვეტილების 743/2013/EU მე-10 (1) მუხლში, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროგრამის იმ პუნქტების განხორციელების მონიტორინგზე, რომელიც ეხება საქართველოს.
აღნიშნული კომიტეტი კენჭისყრის დროს შეიკრიბება საქართველოს წარმომადგენლების დასწრების გარეშე. საქართველოს ეცნობება კენჭისყრის შედეგი.
ამ პუნქტში მითითებულ მონაწილეობას ექნება იმავე ფორმა, მათ შორის ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიღების პროცედურები, რაც ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებზე.
8. საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ, როგორც დამკვირვებლები, „ერთობლივი კვლევის ცენტრის მმართველთა საბჭოში“ „ერთობლივი კვლევის ცენტრის მმართველთა საბჭოს“ საპროცესო წესების შესაბამისად.
ამ პუნქტში მითითებულ მონაწილეობას ექნება იმავე ფორმა, მათ შორის ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიღების პროცედურების ჩათვლით, რაც ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებზე.
9. ევროკავშირის ოფიციალური ენებიდან ერთ-ერთი, ამ შემთხვევაში –
ინგლისური, იქნება გამოყენებული მოთხოვნების, საგრანტო ხელშეკრულებებისა და ანგარიშებთან დაკავშირებულ პროცედურებში, ასევე პროგრამის სხვა იურიდიულ და ადმინისტრაციულ ასპექტებში.
10. საქართველოს წარმომადგენლების და ექსპერტების მიერ გაღებულ სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯებს, გადაწყვეტილების 743/2013/EU მე-10 (1) მუხლში მითითებულ კომიტეტის მუშაობაში დამკვირვებლ(ებ)ად მონაწილეობის მიზნებისათვის, ან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით, აანაზღაურებს კომისია იმავე საფუძველით და იმ პროცედურების შესაბამისად, რომელიც ამჟამად ძალაშია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის.
მუხლი 3🔗
ფინანსური კონტრიბუცია
1. საქართველო ყოველწლიურად პროგრამაში მონაწილეობისთვის შეიტანს ფინანსურ კონტრიბუციას ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში.
საქართველოს ფინანსური კონტრიბუცია დაემატება ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში ყოველი წლისთვის გამოყოფილ თანხას ასიგნებული საშუალებებისთვის იმ ფინანსური ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც წარმოიშობა პროგრამის განხორციელების, მართვისა და მიმდინარეობისათვის აუცილებელი სხვადასხვა ფორმის ღონისძიებებიდან.
2. საქართველოს ფინანსური კონტრიბუციის ნაწილი შესაძლებელია დაფინანსდეს ევროკავშირის შესაბამისი საგარეო დახმარების ინსტრუმენტით, თუ საქართველო ამას მოითხოვს. ასეთ დროს, მოდალობები განისაზღვრება შესაბამისი ფინანსური ხელშეკრულებებით.
3. საქართველოს ფინანსური კონტრიბუციის განმსაზღვრელი წესები გაწერილია II დანართში.
მუხლი 4🔗
ანგარიშების წარდგენა და შეფასება
1. კომისიისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს პროგრამის მონიტორინგისა და შეფასებასთან დაკავშირებულ მოვალეობებზე ზიანის მიყენების გარეშე, საქართველოს მონაწილეობას პროგრამაში გაეწევა მუდმივი მონიტორინგი პარტნიორობის საფუძველზე კომისიისა და საქართველოს ჩართულობით.
2. ფინანსური კონტროლის, ანაზღაურების და სხვა თაღლითობის საწინააღმდეგო ზომების შესახებ წესები გაწერილია III დანართში.
მუხლი 5🔗
საქართველო-ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის კომიტეტი
1. ამგვარად შეიქმნება „საქართველო-ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის კომიტეტი“ (შემდგომში როგორც „ერთობლივი კომიტეტი“).
2. „ერთობლივი კომიტეტის“ ფუნქციები მოიცავს:
- წინამდებარე შეთანხმების განხორციელების გადახედვას და შეფასებას;
- თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით ნებისმიერი სახის ზომასთან დაკავშირებით მსჯელობას.
3. „ერთობლივი კომიტეტის“ მუშაობა ხელს შეუწყობს და შესაბამისობაში იქნება „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად დაარსებულ სხვა შესაბამისი კომიტეტებისა და ორგანოების მუშაობასთან.
4. ერთობლივი კომიტეტი დაკომპლექტდება საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებით.
5. კომიტეტი შეიკრიბება ხელშემკვრელი მხარეებიდან ერთ-ერთის მოთხოვნის საფუძველზე.
6. ერთობლივი კომიტეტი მიიღებს პროცედურულ წესებს.
მუხლი 6🔗
ძალაში შესვლა და დროებითი გამოყენება
წინამდებარე შეთანხმება დროებით გამოიყენება 2016 წლის 1 იანვრიდან, მისი ხელმოწერის შემდეგ, და ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც საქართველო აცნობებს ევროკავშირს ამ მიზნით განხორციელებული შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.
მუხლი 7🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმების გამოყენება დაიწყება 2016 წლის 1 იანვრიდან და ძალაში იქნება პროგრამის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში.
2. წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ ნებისმიერ დროს, პროგრამის მიმდინარეობისას წერილობითი შეტყობინების გზით, რომლითაც ეცნობება პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის სურვილის თაობაზე.
ზემომოცემული დებულებების შესაბამისად, შეთანხმების შეწყვეტა ძალაში შევა სამი კალენდარული თვის შემდეგ იმ მომენტიდან, როდესაც წერილობითი შეტყობინება მიუვა ადრესატს.
წინამდებარე შეთანხმების ვადის ამოწურვა და/ან შეწყვეტა გავლენას არ იქონიებს:
(ა) ნებისმიერ მიმდინარე პროექტსა თუ აქტივობაზე;
(ბ) ნებისმიერი სახის საკონტრაქტო შეთანხმებების განხორციელებაზე, რომელიც ვრცელდება ზემოხსენებული მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ამ პროექტებსა და აქტივობებზე.
წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, ევროკავშირი აუნაზღაურებს საქართველოს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში განხორციელებული კონტრიბუციის იმ ნაწილს, რომელიც აღარ დაიხარჯება ხელშეკრულების შეწყვეტის გამო.
3. დანართები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
4. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება შესაძლებელია მხარეთა წერილობითი თანხმობის გზით.
5. საქართველოს ასოცირება „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის“ მომდევნო ჩარჩო- პროგრამაში, თუ საქართველო გამოთქვამს ამის სურვილს, დაექვემდებარება ახალ შეთანხმებას, რომელიც შეთანხმდება მხარეებს შორის.
შესრულებულია ქ. ბრუსელში, 2016 წლის 29 აპრილს, ოთხ დედნად, ორი ქართულ და ორი ინგლისურ ენაზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს მთავრობა
საქართველოს სახელით
თამარ სანიკიძე
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი
(ხელმოწერილია)
ევროკომისია
ევროკავშირის სახელით
კარლოს მოედას
კვლევის, მეცნიერების და
ინოვაციის კომისარი
(ხელმოწერილია)
დანართი I
საქართველოს იურიდიული პირების პროგრამაში მონაწილეობის დებულებები და პირობები
1. პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მიზნისთვის, საქართველოს იურიდიული პირი განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი ფიზიკური თუ ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც დაარსებულია საქართველოში, შექმნილია და აღიარებულია ასეთად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც აქვს იურიდიული პირის სტატუსი და რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით, სარგებლობს უფლებებით და აქვს ვალდებულებები. ფიზიკური პირების შემთხვევაში, მითითებები დაარსებაზე ჩაითვლება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის პირი, რომელსაც არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი იურიდიული პირის სტატუსი, მიჩნეული იქნება იურიდიულ პირთან გათანაბრებულად იმის გათვალისწინებით, რომ N966/2012 რეგულაციის (EU, ევრატომი) 131(2)-ე მუხლში და N1268/2012 (EU) რეგულაციის 198-ე მუხლში მოცემული პირობები შესრულებულია.
2. საქართველოს იურიდიული პირების პროგრამაში მონაწილეობის პირობები შესაბამისობაში უნდა იყოს „ასოცირებულ ქვეყანაში“ დაფუძნებული იურიდიული პირებისათვის განსაზღვრულ პირობებთან, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციაში (EU) N1290/2013.
საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს უფლება ექნებათ, იმავე პირობებით, რაც აქვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს, ისარგებლონ პროგრამის შესაბამისად განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტებით.
პროგრამაში ასოცირებულ სხვა ქვეყანაში (ასოცირებული ქვეყანა) დაფუძნებული იურიდიული პირი სარგებლობს იმავე უფლებებით და ვალდებულებებით წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, რითაც სარგებლობენ იურიდიული პირები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, იმ პირობებით, რომ ასოცირებულ ქვეყანას, რომელშიც აღნიშნული იურიდიული პირია დაფუძნებული თანხმობა აქვს მიცემული, მიანიჭოს სხვა ასოცირებული ქვეყნების იურიდიულ პირს იმავე უფლებები და ვალდებულებები.
3. საქართველოს იურიდიული პირები მხედველობაში იქნებიან მიღებული დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევისას ევროკავშირის იურიდიული პირების მხარდამხარ, ევროკავშირის (EU) N1290/2013 რეგულაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4. არსებული დებულებების ფარგლებში, მხარეები ყოველმხრივ შეეცდებიან ხელი შეუწყონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ აქტივობებში მონაწილე კვლევითი მუშაკების თავისუფალ გადაადგილებას და ცხოვრებას და ასევე საქონლისა და სერვისების ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას, რომლებიც მსგავს საქმიანობაში გამოიყენება.
5. საქართველო გაატარებს ყველა აუცილებელ ზომას, რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოს საქართველოში შეძენილი ან საქართველოში იმპორტირებული საქონელი და მომსახურებები, რომლებიც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აქტივობების რეალიზაციისთვის და ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულია საგრანტო ხელშეკრულებების და/ან გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად, გათავისუფლდეს საქართველოში მოქმედი საბაჟო გადასახადის, იმპორტის გადასახდელისა და სხვა ფისკალური გადასახადებისგან, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.
დანართი II
პროგრამაში (2016-2020) საქართველოს ფინანსური კონტრიბუციის მარეგულირებელი წესები
I. საქართველოს ფინანსური კონტრიბუციის კალკულაცია
1. პროგრამაში საქართველოს ფინანსური კონტრიბუცია განისაზღვრება ყოველწლიურ საფუძველზე, იმისდა პროპორციულად და დამატებით, თუ რა თანხა არის ხელმისაწვდომი ამ წელს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში ასიგნებული სახსრებისათვის, რომელიც საჭიროა აღნიშნული პროგრამის განხორციელების, მენეჯმენტისა და ოპერირებისათვის.
2. პროპორციულობის ფაქტორი, რომელიც განსაზღრავს საქართველოს კონტრიბუციას, დადგინდება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, საბაზრო ფასების გათვალისწინებით და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტების ჯამის, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, თანაფარდობით.
აღნიშნული კოეფიციენტი გამოითვლება ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატი) ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნების დროს არსებული იმავე წლის უკანასკნელ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა, საქართველოს პროგრამაში მონაწილეობის პირველი წლის მომდევნო წლებში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გამოითვლება ზრდის იმავე მაჩვენებლით, რითაც გამოითვლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი.
3. პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კონტრიბუცია შესაბამისი საფინანსო წლებისთვის შემდეგნაირად განხორციელდება:
- 2016 საფინანსო წელი: კონტრიბუცია განისაზღვრება მე-2 პარაგრაფში დაფიქსირებული პროპორციულობის ფაქტორის შესაბამისად, რომელიც გამრავლდება 0.15-ზე;
- 2017 საფინანსო წელი: კონტრიბუცია განისაზღვრება მე-2 პარაგრაფში დაფიქსირებული პროპორციულობის ფაქტორის შესაბამისად, რომელიც გამრავლდება 0.15-ზე;
- 2018 საფინანსო წელი: კონტრიბუცია განისაზღვრება მე-2 პარაგრაფში დაფიქსირებული პროპორციულობის ფაქტორის შესაბამისად, რომელიც გამრავლდება 0.15-ზე;
- 2019 საფინანსო წელი: კონტრიბუცია განისაზღვრება მე-2 პარაგრაფში დაფიქსირებული პროპორციულობის ფაქტორის შესაბამისად, რომელიც გამრავლდება 0.15-ზე;
- 2020 საფინანსო წელი: კონტრიბუცია განისაზღვრება მე-2 პარაგრაფში დაფიქსირებული პროპორციულობის ფაქტორის შესაბამისად, რომელიც გამრავლდება 0.15-ზე;
4. აღნიშნული შეთანხმების გამოყენებიდან მესამე წელს, მხარეები განიხილავენ საქართველოს ფინანსური კონტრიბუციის განმსაზღვრელ პროპორციულობის ფაქტორს, 2016-2018 წლებში პროგრამით გათვალისწინებულ არაპირდაპირ და პირდაპირ ქმედებებში საქართველოს იურიდიული პირების მონაწილეობის შესახებ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
5. კომისია საქართველოს მიაწოდებს რაც შეიძლება სწრაფად და ყოველი ფისკალური წლის არაუგვიანეს 1 სექტემბრისა შემდეგი სახის ინფორმაციას შესაბამისი მასალის თანხლებით:
- ასიგნებული სახსრების წილი ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში, რომელიც შეესატყვისება პროგრამას;
- ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე კონტრიბუციების მოსალოდნელი მოცულობა, რომელიც შეესატყვისება საქართველოს მონაწილეობას პროგრამაში ზემოთ მოცემული პირველი, მე-2 და მე-3 პარაგრაფების შესაბამისად.
საერთო ბიუჯეტის საბოლოოდ მიღებისთანავე, კომისია აცნობებს საქართველოს, საქართველოს მონაწილეობის შესატყვისი გასავლის ანგარიშის სახით, პირველ ქვეპარაგრაფში მითითებული საბოლოო ოდენობის შესახებ.
II. საქართველოს ფინანსური კონტრიბუციის განხორციელება
1. კომისია, თითოეული ფისკალური წლის არაუგვიანეს 30 იანვრისა და 15 ივნისისა, საქართველოსთვის გამოსცემს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს კონტრიბუციის შესაბამისი თანხის მობილიზებაზე განაცხადს.
2. თანხების მობილიზებაზე განაცხადებში, შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება:
- საქართველოს კონტრიბუციის ექვსი მეთორმეტედის გადახდა არაუგვიანეს 15 მარტისა; და
- საქართველოს კონტრიბუციის ექვსი მეთორმეტედის გადახდა არაუგვიანეს 20 ივლისისა.
თუმცა, არაუგვიანეს 15 მარტამდე გადასახდელი კონტრიბუციის ექვსი მეთორმეტედი გამოითვლება იმ თანხის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრულია ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში (გასავლის ანგარიშში): ამგვარად გადახდილი თანხის რეგულირება განხორციელდება ექვსი მეთორმეტედის გადახდით არაუგვიანეს 20 ივლისისა.
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების პირველ წელს კომისია გამოაცხადებს თანხების მობილიზების პირველ „განაცხადს“ (call) რეტროაქტიული წესით, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ეს „განაცხადი“ (call) გამოცხადდება 15 ივნისის შემდეგ, მაშინ „განაცხადი“ (call) გაითვალისწინებს საქართველოს კონტრიბუციის თორმეტი/მეთორმეტედის შენატანის განხორციელებას 30 დღის განმავლობაში, რომელიც გამოთვლილი იქნება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ანგარიშში განსაზღვრული თანხის საფუძველზე.
3. პროგრამის უკანასკნელ წელს, საქართველოს კონტრიბუციის მთლიანი თანხის გადახდა განხორციელდება არაუგვიანეს 2020 წლის 20 ივლისისა.
4. საქართველოს კონტრიბუცია გამოიხატება და გადახდილი იქნება ევროს ვალუტაში.
5. საქართველოს მხრიდან გადახდილი თანხა ევროკავშირის პროგრამებში უნდა აისახოს როგორც საბიუჯეტო შემოსავალი, რომელიც გამოყოფილია ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშის საბიუჯეტო ნაწილში. ევროკავშირის საერთო ბიუჯეტთან მიმართებაში მოქმედი ფინანსური რეგულაცია გავრცელდება ასიგნებების მენეჯმენტზე.
6. საქართველო განახორციელებს თავის კონტრიბუციას, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების II დანართის II პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში.
კონტრიბუციის განხორციელების ნებისმიერი სახის დაგვიანება გამოიწვევს საქართველოს მიერ საჯარიმო პროცენტის გადახდის ვალდებულებას გადასახდელი დღიდან გადაუხდელ თანხაზე. საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა იმ თანხისთვის, რომლის გადახდაც არ განხორციელდა გადახდის დღეს, უნდა განისაზღვროს იმ განაკვეთის შესაბამისად, რასაც იყენებს ევროპის ცენტრალური ბანკი მისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციების განხორციელებისთვის, რაც გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის „C“ სერიებში, და ძალაშია გადასახადის გადახდის დღის თვის პირველი კალენდარული დღიდან, რომელიც გაიზრდება ერთნახევარი საპროცენტო პუნქტით.
იმ შემთხვევაში, თუ კონტრიბუციის გადახდის დაგვიანება ისეთი სახისაა, რომ დაგვიანებამ შესაძლოა მნიშვნელოვან წილად საფრთხე შეუქმნას პროგრამის განხორციელებასა და მენეჯმენტს, მაშინ კომისია შეაჩერებს საქართველოს პროგრამაში მონაწილეობას, შეხსენების ოფიციალური წერილის გაგზავნიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში გადახდის განუხორციელებლობის შედეგად, ევროკავშირის იმ საგრანტო ხელშეკრულებების და/ან კონტრაქტების შესაბამისი ვალდებულებების შეულახავად, რომლებიც უკვე გაფორმებულია შერჩეული არაპირდაპირი ქმედებების განხორციელებასთან დაკავშრებით.
7. საფინანსო წლის მომდევნო წლის არაუგვიანეს 30 ივნისისა, აღნიშნული ფისკალური წლის პროგრამისთვის გამოყოფილი მთლიანი ასიგნებების განაცხადი მომზადდება და გაეგზავნება საქართველოს ინფორმაციის სახით, კომისიის შემოსავლისა და გასავლის ანგარიშის ფორმატის მიხედვით.
8. კომისია, ყოველ საფინანსო წელთან დაკავშირებული ანგარიშების დახურვის მომენტში, შემოსავლისა და გასავლის ანგარიშის განსაზღვრის ფარგლებში, შეუდგება ანგარიშების რეგულირებას საქართველოს პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული რეგულირება მხედველობაში მიიღებს იმ შესწორებებს, რომლებიც განხორციელდა საფინანსო წლის განმავლობაში ან ტრანსფერით, გაუქმების გზით, ნაშთის გადატანით, ვალდებულების მოხსნით, ან დამატებითი და შეცვლილი ბიუჯეტით ფინანსური წლის განმავლობაში.
აღნიშნული რეგულირება განხორციელდება მომდევნო საფინანსო წლისთვის მეორე გადახდის დროისთვის, ხოლო უკანასკნელი წლის შემთხვევაში, 2021 წლის ივლისში. შემდგომი რეგულირება განხორციელდება ყოველწლიურად 2023 წლამდე.
დანართი III
საქართველოს პროგრამაში მონაწილეობის ფინანსური კონტროლი
I. პირდაპირი კომუნიკაცია
კომისიას შეეძლება პირდაპირი კომუნიკაცია იქონიოს საქართველოში დაფუძნებულ პროგრამაში მონაწილე პირებთან, და მათ ქვეკონტრაქტორებთან. ისინი პირდაპირ წარუდგენენ კომისიას ყველა იმ რელევანტურ ინფორმაციას და დოკუმენტაციას, რომლთა წარდგენაც მათ მოეთხოვებათ წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული ინსტრუმენტების საფუძველზე და საგრანტო ხელშეკრულებების და/ან კონტრაქტების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია მათი განხორციელების მიზნით.
II. აუდიტი
1. „ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EU, Euratom) N966/20127
რეგულაციისა“ (შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „საფინანსო რეგულაცია”) და „კომისიის დელეგირებული რეგულაციის“ (EU) N1268/20128
(შემდგომში მოხსენიებული იქნება, როგორც „გამოყენების წესები“) შესაბამისად, აგრეთვე წინამდებარე შეთანხმებაში მოცემული სხვა წესების თანახმად, საგრანტო ხელშეკრულებები და/ან კონტრაქტები, რომლებიც გაფორმებულია პროგრამაში მონაწილე საქართველოში დაფუძნებულ დაწესებულებებთან, შეიძლება ითვალისწინებდნენ სამეცნიერო, ფინანსურ, ტექნოლოგიურ ან სხვა სახის აუდიტს, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს, მონაწილეებისა და ქვეკონტრაქტორების, დაკავშირებულ მესამე მხარეთა და მონაწილეებისაგან ფინანსური დახმარების მიმღებ მესამე მხარეთა შენობა-დაწესებულებებზე, კომისიის აგენტებისა და კომისიის მიერ გაცემული მანდატის საფუძველზე მოქმედი პირების მიერ.
2. კომისიის აგენტებს, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს და კომისიის მანდატის მქონე სხვა პირებს უნდა ჰქონდეთ სათანადო წვდომა ტერიტორიაზე, სამუშაოებთან და დოკუმენტებთან (ელექტრონულ და ნაბეჭდ ვერსიებზე) და ყველა სახის ინფორმაციასთან, რაც საჭიროა ამგვარი აუდიტების განსახორციელებლად, იმ პირობით, თუ წვდომის უფლება გათვალისწინებულია, რომელიც მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულებებსა და/ან კონტრაქტებში, რომლებიც გაფორმებულია წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული ინსტრუმენტების საქართველოს მონაწილეებთან ერთად განსახორციელებლად. თუკი ამგვარი უფლებამოსილება არ იქნება მინიჭებული, მაშინ ხარჯი განიხილება დაუსაბუთებელად და შესაბამისად განიხილება საგრანტო ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების დარღვევად.
3. აუდიტები შესაძლოა ჩატარდეს ამ პროგრამის ან წინამდებარე შეთანხმების ამოწურვის შემდგომ, იმ პირობების თანახმად, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ საგრანტო შეთანხმებებში და/ან კონტრაქტებში. ნებისმიერი აუდიტი, რომელიც განხორციელდება ამ პროგრამის ან წინამდებარე შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდგომ, უნდა ჩატარდეს ამ დანართში მოცემული პირობების შესაბამისად.
III. კომისიის (OLAF) მიერ ადგილზე შემოწმებები
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, კომისია და უფრო კერძოდ, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF) უფლებამოსილია ჩაატაროს ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები საქართველოდან მონაწილეებისა და ქვეკონტრაქტორების, დაკავშირებულ მესამე მხარეთა და მონაწილეებისაგან ფინანსური დახმარების მიმღებ მესამე მხარეთა შენობა-დაწესებულებებში, იმ პირობების თანხმად, რომლებიც გაწერილია საბჭოს რეგულაციაში (Euratom, EC) No2185/969
.
2. ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები მომზადდება და ჩატარდება კომისიის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნულ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
დანართი III-ის ამ პარაგრაფის მიზნებისთვის, საქართველოს დანიშნული ორგანო იქნება საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. დანიშნული ორგანოს წინასწარ, გონივრულ ვადაში ეცნობება შემოწმებების და ინსპექციების საგნის, მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, რათა მან შეძლოს დახმარების გაწევა. ამ მიზნით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ოფიციალურ პირებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ადგილზე შემოწმებებისა და ინსპექციების პროცესში.
3. საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების სურვილის არსებობის შემთხვევაში, ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები შესაძლებელია ერთობლივად ჩატარდეს კომისიასთან ერთად.
4. იმ შემთხვევებში, თუ პროგრამის მონაწილეები ან მათი ქვეკონტრაქტორები, დაკავშირებული მესამე მხარეები ან მონაწილეებისაგან ფინანსური დახმარების მიმღები მესამე მხარეები წინააღმდეგობას გაუწევენ ადგილზე შემოწმებისა და ინსპექციის განხორციელებას, ქართული უფლებამოსილი ორგანოები, ეროვნული რეგულაციებისა და წესების შესაბამისად, იმ გონივრული მოცულობით, რაც საჭიროა კომისიის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისათვის, დაეხმარებიან კომისიას ადგილზე შემოწმებასა ან ინსპექტირების განხორციელებაში.
5. კომისია რაც შეიძლება მალე წარუდგენს ანგარიშს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს დარღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტის ან ეჭვის შესახებ, რომელიც კომისიამ შეიტყო ადგილზე შემოწმებისა ან ინსპექციის განხორციელების დროს. ყველა შემთხვევაში, კომისიას მოეთხოვება ზემოხსენებულ უფლებამოსილ ორგანოს შეატყობინოს ამგვარი შემოწმებებისა და ინსპექციების შედეგის შესახებ.
IV. ინფორმირება და კონსულტირება
1. წინამდებარე დანართის სათანადო განხორციელების მიზნებისთვის, საქართველოსა და ევროკავშირის კომპეტენტური ორგანოები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აკრძალულია ან უკანონოა ეროვნული წესებისა და რეგულაციების შესაბამისად და, მხარეებიდან ერთ-ერთის თხოვნის საფუძველზე უნდა გამართოს კონსულტაციები.
2. საქართველოს კომპეტენტური ორგანოები გონივრულ ვადებში აცნობებენ კომისიას ნებისმიერი ფაქტის ან ეჭვის თაობაზე, რომელიც შეიტყვეს, და რომელიც ეხება საგრანტო ხელშეკრულებების და/ან კონტრაქტების გაფორმებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ დარღვევას, რომელიც გაფორმებულია წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად.
V. კონფიდენციალურობა
წინამდებარე დანართის შესაბამისად შეტყობინებული თუ მიღებული ინფორმაცია მოექცევა პროფესიული საიდუმლოების ფარგლებში და დაცული იქნება იმავე გზით, როგორც ანალოგიური ინფორმაცია დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის მოქმედი შესაბამისი დებულებებით. ამგვარი ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს პირებს გარდა ევროკავშირის ინსტიტუტებში თუ წევრ სახელმწიფოებში, თუ საქართველოში არსებულ იმ პირებისა, რომელთა ფუნქციები სამართლებრივად ითვალისწინებს მათ მიერ ამ ინფორმაციის ცოდნას, ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს, გარდა მხარეთა ფინანსური ინტერესების დაცვის ეფექტიანი უზრუნველყოფის მიზნებისთვის10
.
VI. ადმინისტრაციული ზომები და ჯარიმები
საქართველოს სისხლის სამართლის კანონის გამოყენების ზიანის მიყენების გარეშე, ადმინისტრაციული ზომები და ჯარიმები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კომისიის მიერ (EU, Euratom) N966/2012, (EU) N1268/2012 და (EC, Euratom) N2988/9511
რეგულაციების შესაბამისად.
VII. ანაზღაურება და აღსრულება
წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელითაც ფულადი ვალდებულებები ეკისრება პირებს და არა სახელმწიფოებს, საქართველოში აღსრულდება. კომისიის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ორგანო კომისიის სახელით დაიწყებს საქმისწარმოებას გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთვის. ამ შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების ამ მიზნებისთვის სპეციალურად დანიშნული პირი შეიტანს სასამართლოში, რომელსაც ექნება მხოლოდ მისი ავთენტურობის დადასტურების იურისდიქცია, და შეატყობინებს ამის შესახებ კომისიას.
აღსრულების შესაბამისი დებულებები შეტანილი იქნება საქართველოს მონაწილეებთან დადებულ საგრანტო ხელშეკრულებებსა და/ან კონტრაქტებში. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ექნება იურისდიქცია, რათა განიხილოს კომისიის გადაწყვეტილების სამართლიანობა და შეწყვიტოს მისი აღსრულება. უფრო მეტიც, საქართველოს სასამართლოებს ექნებათ იურისდიქცია იმ საჩივრებთან დაკავშირებით, რომელთა აღსრულება ხორციელდება არარეგულარული ფორმით.
1OJ L261, 30.8.2014. გვ.4.
2ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია(EU) N1291/2013, რომელიც შეეხება კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამას – ჰორიზონტ 2020-ს (2014-2020) და აუქმებს გადაწყვეტილებას N1982/2006IEC (OJ L347, 20.12.2013. გვ. 104).
3ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის რეგულაცია (EU) N1290/2013, რომელიც განსაზღვრავს ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის წესებს და ჰორიზონტ 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამაში (2014-2020)“ დისემინაციას და აუქმებს რეგულაციას (EC) N1906/2006 (OJ L347, 20.12.2013, გვ. 81).
42013 წლის 11 დეკემბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EU) N 1292/2013, რომლითაც შესწორება შევიდა (EC) N294/2008 რეგულაციაში, რომელიც ეხება ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის შექმნას (OJ L347, 20.12.2013, გვ.147).
5ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 11 დეკემბრის რეგულაცია (EC) N294/2008, რომელიც ეხება ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის შექმნას (OJ L97, 9.4.2008, გვ.1).
62013 წლის 11 დეკემბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EU) N1292/2013, რომლითაც შეწორება შევიდა (EC) N294/2008 რეგულაციაში, რომელიც ეხება ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის შექმნას (OJ 347, 20.12.2013, გვ.147).
7ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის რეგულაცია (EU, Euratom) N966/2012 ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის მიმართებაში მოქმედი ფინანსური წრეები (OJ L298, 26.10.2012).
82012 წლის 29 ოქტომბრის კომისიის დელეგირებული რეგულაცია (EU) №1268/2012 წესების გამოყენების შესახებ, რომელიც ეხება ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციას N966/2012, ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის მიმართებაში მოქმედი ფინანსური წესების შესახებ (OJ L362, 31.12.2012).
9OJ L292, 15.11.1996, გვ. 2.
10OJ L312, 23.12.1995, გვ.1.
111995 წლის 18 დეკემბრის (EC, Euratom) N2988/95 საბჭოს რეგულაცია, რომელიც ეხება ევროპის გაერთიანებების ფინანსური ინტერესების დაცვას (OK L312, 23.12.1995).