ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 13.02.2017
ძალის დაკარგვა 14.06.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.06.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.12.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2017 წლის 13 თებერვალი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
დადგინდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთები:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 7 000 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 6 000 ლარი.
მუხლი 3🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 დეკემბრის №107 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე