სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ განცხადება სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს” სამეთვლყურეო საბჭო მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54 მუხლის საფუძველზე იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2017 წლის 10 მარტს, ქ. თბილისში, იოანე შავთელიძის ქ. 13-ში (სასტუმრო „ამბასადორის“ საკონფერენციო დარბაზი), 17:00 საათზე. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 25 იანვარი.
დღის წესრიგი:
1. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოხსენება;
2. კომპანიასა და სს სადაზღვეო კომპანია „ალდაგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების აქციონერთა კრებაზე გამოცხადება;
3. სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა N000640017-ის გამოცხადება და მის საფუძველზე სამომავლო სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
4. მოხსენება კომპანიის მიერ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების თაობაზე;
5. კომპანიის საკადრო პოლიტიკის და ბიუჯეტის განსაზღვრა, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით;
6. კომპანიის მიმდინარე ფინანსური ანგარიშის წარდგენა;
7. კომპანიის მოკლევადიანი ფინანსური პოლიტიკის განსაზღვრა.
დირექტორების რეკომენდაციები დღის წესრიგის საკითხებზე:
2017 წლის 30 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად, კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელია დღის წესრიგის ყველა საკითხის განხილვა და აქციონერთა საერთო კრების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
1. აღმასრულებელი დირექტორის მოხსენება ემსახურება აქციონერთათვის შექმნილი ვითარების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. მიმდინარე კვლევებისა და გამოძიების გათვალისწინებით, არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია რიგ საკითხებზე. შესაბამისად, მოხსენება მიმართულია აქციონერთა ინფორმირებისკენ არსებული მდგომარეობისა და კომპანიის მიმდინარე ქმედებების თაობაზე.
2. კომპანიის მიერ გაფორმებული სადაზღვეო ხელშეკრულების აქციონერთა საერთო კრებაზე გამოცხადება ემსახურება აქციონერთათვის დაზღვევის ხელშეკრულების პირობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. ასევე, დაზღვევის ხელშეკრულების გამოცხადება ემსახურება აქციონერთა ინფორმირებას კომპანიის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებელი ქმედებების თაობაზე.
3. სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა N000640017 წარმოადგენს ქონებაზე, 2017 წლის 30 იანვარს მომხდარი ხანძრის შემდგომ, ჩატარებულ საინჟინრო ექსპერტიზის შედეგს, რომელიც განსაზღვრავს ქონების მდგომარეობას და შეიცავს რეკომენდაციებს სამომავლო ქმედებების განხორციელების თაობაზე.
დასკვნის საფუძველზე, საერთო კრებაზე უნდა განისაზღვროს ქონებაზე განსახორციელებელი სამუშაოების სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს დასკვნის შედეგად ქონების დემონტაჟს.
4. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აქციონერების წინაშე შეაჯამებს იჯარის ხელშეკრულებებს, მათ სამართლებრივ ბუნებას და სამომავლო ქმედებებს.
5. 2017 წლის 30 იანვარს მომხდარი ხანძრის და კომპანიის მიერ განსხვავებულ, ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში მუშაობიდან გამომდინარე, აუცილებელია სამეურნეო პოლიტიკის ფარგლებში განისაზღვროს საკადრო პოლიტიკა.
6. 2017 წლის 30 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად, კომპანიამ განიცადა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. აქციონერთა საერთო კრებაზე უნდა გაკეთდეს მოხსნება შექმნილი ფინანსური მდგომარეობის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ არ არის შეფასებული ზიანის ოდენობა, შეუძლებელი იქნება ზუსტი ციფრების განსაზღვრა, თუმცა მოხსენება მიმართული იქნება იმ სავარაუდო ზიანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, რაც ხელმისაწვდომია კომპანიისთვის.
7. კომპანიის აქციონერთა მიერ შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს კომპანიის მოკლევადიანი ფინანსური პოლიტიკა.
ფინანსური პოლიტიკის დამტკიცება ემსახურება სამოქმედო გეგმის განხორციელებას
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ მისამართზე: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №7 (მრგვალი პავილიონი); საკონტაქტო პირი თამარ თანანაშვილი, ტ-5-55-22-87-87.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), თუ ისინი (აქციონერები) რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი ს/ს „კავკასრეესტრი“ 2017 წლის 25 იანვრის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2017 წლის 10 მარტის 17:00 საათამდე, მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართ., ტელ.: 2 22-07-18, 222-07-49, დამოუკიდებელი რეგისტრატორი ს/ს „კავკასრეესტრის” ოფისი.
სს „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს“
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ. ასათიანი