„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.019793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №84

2017 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, 54, 25/05/2004) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის:

1.  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;

ბ) პრესღონისძიებების, კერძოდ, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა  და პრეზენტაციების დაგეგმვა და განხორციელება;

გ) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;

დ) კამპანიური ხასიათის ცალკეული პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; 

ე) მასმედიის ანალიზი,  ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება;  

ვ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება და სამინისტროს საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-6 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზოგადი განათლების საფეხურებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;“;

ბ) „მ-უ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1-ო11“ ქვეპუნქტები:

„ო1) სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;

ო2) სკოლამდელი განათლების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

ო3) სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების კონსულტირება და მხარდაჭერა, განათლების კომპონენტი ხარისხის უზრუნველყოფის  მიზნით;

ო4) სკოლამდელი განათლების განვითარების მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება/განხორციელება;

ო5) სკოლამდელი განათლების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებების გატარება;

ო6) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავება, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება/განვითარება;

ო7) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შეთანხმება;

ო8) ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის ხელის შეწყობა;

ო9) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით,  სარეკომენდაციო მეთოდოლოგიური რესურსების მომზადება და ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ო10) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით,  საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შემუშავება, მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ო11) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.02.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.02.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №84. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.019793.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №84, 15.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019793 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3579436/