„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე“
მიღების თარიღი 03.08.2004
ძალის დაკარგვა 01.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №309
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.05.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 82, 09/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- პატიმრობის კოდექსი საქართველოს კანონი 09.03.2010
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- პატიმრობის კოდექსი 09.03.2010
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- პატიმრობის კოდექსი საქართველოს კანონი „„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს"
დოკუმენტის ტექსტი
„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Sprechblasentext, li.Sprechblasentext, div.Sprechblasentext {mso-style-name:Sprechblasentext; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №309
2004 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა (შემდგომში – უფლებამოსილი პირები) ნუსხა დანართის შესაბამისად.
2. უფლებამოსილ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლება ენიჭებათ თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირებს ეძლევათ უფლება სამუშაო საათებში შევიდნენ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, გაეცნონ იქ არსებულ მდგომარეობას, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებულ დოკუმეტაციას (გარდა კანონმდებლობის თანახმად საიდუმლოდ ცნობილი დოკუმენტისა), პირისპირ შეხვდნენ თავისუფლებააღკვეთილ პირებს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის თანხმობით, უფლებამოსილ პირებს აღნიშნული უფლება ეძლევათ არასამუშაო საათებშიც.
4. თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირები დაუყოვნებლივ აწვდიან ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს.
5. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას უფლებამოსილ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ამ დაწესებულების ადმინისტრაცია.
6. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში დაუბრკოლებლად შეუშვას იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
7. უფლებამოსილი პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობისა და მათ მიერ ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აწვდიან საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ხოლო 6 თვეში ერთხელ – საქართველოს პრეზიდენტს.
მ. სააკაშვილი
დანართი
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა
თინათინ ხიდაშელი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ლევან რამიშვილი – თავისუფლების ინსტიტუტი
აკაკი მინაშვილი – თავისუფლების ინსტიტუტი
ანი დოლიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ბესო აბაშიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
გივი მიქანაძე – კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
ემილ ადელხანოვი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
მარიამ ჯიშკარიანი – წამების, ძალადობის და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“
ნინო მახაშვილი – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
დათო ტურაშვილი – მწერალი
მამუკა ხერხეულიძე – მწერალი
ლაშა ბუღაძე – მწერალი
გიორგი ბაბუნაშვილი – მომღერალი
თეა თუთბერიძე – ახალგაზრდული მოძრაობა „კმარა“
გიორგი მელაძე – თავისუფლების ინსტიტუტი
სოზარ სუბარი – თავისუფლების ინსტიტუტი
ირინა ცინცაძე – სამოქალაქო განათლების ცენტრი „ალტერნატივა“
რამაზ აფციაური – გაეროს ასოციაცია
ვაჟა სალამაძე – სამოქალაქო განათლების ინსტიტუტი
პაატა ზაქარეიშვილი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
ქეთევან ქამაშიძე – ორგანიზაცია 42-ე მუხლი