ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.02.2017
ძალის დაკარგვა 08.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №07
2017 წლის 15 თებერვალი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი №1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში –
შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2🔗
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗
1. საბჭო შედგება 13 (ცამეტი) წევრისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი).
3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას ამტკიცებს ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.
5. საბჭოს შემადგენობაში შედის მდივანი, რომელიც ხმათა უმრავლესობით ირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის წარდგინებით.
6. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის გარდა, შედიან:
ა) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
ბ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი;
გ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
დ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი;
ე) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
ვ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე;
ზ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
თ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს წარმომადგენელი;
ი) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების წარმომადგენელი;
კ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი;
ლ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ დირექტორი.
7. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.
8. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.
9. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
მუხლი 4🔗
საბჭოს ამოცანებია:
ა) ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი საქალაქო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია;
გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ.;
დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით;
ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;
ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას;
ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე.
მუხლი 5🔗
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;
გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების და ფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;
დ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად;
ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;
ი) შშმ პირებთან დაკავშირებით ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;
ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
მ) შშმ პირებთან დაკავშირებით ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სტრუქტრული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
მუხლი 6🔗
საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;
დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღისწესრიგს და სამუშაო გეგმას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმის სახით;
ვ) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე ან/და მდივანზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.
მუხლი 7🔗
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 8🔗
საბჭოს მდივანი:
ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;
ბ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;
გ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
დ) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას;
ე) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 9🔗
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების ან დასკვნისგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;
დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.
3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ:
ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
დ) გარდაიცვალა.
მუხლი 10🔗
1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.
2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღისწესრიგში.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საკითხი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 11🔗
1. საბჭო გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ორჯერ.
2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, წინასწარ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.