„თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2017 წლის 16 თებერვალი ქ. თერჯოლა |
„4. გამგებლის წარმომადგენელი:
ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და, აგრეთვე, მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
გ)უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;
ვ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე (მტკიცებულებების არსებობისას) ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარდაცვლილი პირის უძრავი ქონების დაუფლებისა და ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტს;
ზ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
თ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მის სამოქმედო ტერიტორიაზე დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;
ი) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ადგენს მის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შესახებ ოქმს და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს;
კ) თუ არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე მიმართავს ოქმის შედგენის გარეშე.
ლ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“
|