⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2017
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-27
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.030.016160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,104 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2017 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-27 2017 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის განვითარება, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს  შესაძლებლობებზე ფართო წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების  ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მდგრადი ურთიერთოებების განვითარება;  ბ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და  იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა; გ) დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და წარმოება;  დ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეების მიერ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა; ე) საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა; ვ) ემიგრანტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; ზ) დიასპორასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება; თ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოიძიოს და დაამუშაოს ინფორმაცია დიასპორაში მიმდინარე მოვლენების შესახებ; ბ) დაამყაროს და განავითაროს კავშირები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და საქართველოთი დაინტერესებულ სხვა პირებთან; გ) შექმნას და აწარმოოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და  იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური  ბაზა და დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრი; დ) ხელი შეუწყოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სასწავლებლად მიღებას; ე) ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლას; ვ) ხელი შეუწყოს დიასპორასთან დაკავშირებულ სამეცნიერო პროექტების განხორციელებას; ზ) ხელი შეუწყოს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის დისტანციური გაკვეთილების ჩატარებას; თ) ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ თანამემამულეებს საქართველოს პოტენციალით დაინტერესებას და მათ მიერ საქართველოში ინვესტირებას; ი) ხელი შეუწყოს უცხოეთში  მცხოვრებ თანამემამულეებს, დიასპორულ ორგანიზაციებს, ქართულენოვან კულტურულ-საგანმანათლებლო წრეებს, ცენტრებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, მხატვრული თვითშემოქმედების წრეებს და დიასპორასთან დაკავშირებულ სხვა პირებს დიასპორასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებაში; კ) განავითაროს და ხელი შეუწყოს დიასპორასთან დაკავშირებულ მედიააქტივობას; ლ) ხელი შეუწყოს „დაწესებულების „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი - ლევილის ქართული აკადემია“  მმართველი საბჭოს მუშაობას; მ) წარუდგინოს მინისტრს წინადადებები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის ან სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების წახალისების შესახებ, რომლის ფორმას და წესს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას  და  პასუხისმგებელია დეპარტამენტზე  დაკისრებული  ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა და  დეპარტამენტის  სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს  სისტემაში  შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) მინისტრის წინაშე წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების რანგირების, დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო  დაწესებულებებიდან გამოითხოვს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) დეპარტამენტის   დირექტორის   მიერ   განსაზღვრული   უფლებამოსილებებისა   და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის განაწილებაში; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს; ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას; ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტში სამმართველოს სახით შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო; ბ) დიასპორული პროგრამების სამმართველო.  მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 1. თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) დიასპორაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოძიება;   ბ) კავშირების დამყარება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან; გ) ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული ინფორმაციების, წინადადებების,  და სხვა მასალების მომზადება; დ)  უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და  იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა და განახლება; ე) დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება; ვ) დიასპორასთან დაკავშირებით დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ზ) დიასპორული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; თ) დიასპორის შესახებ სასაუბროს მომზადება; ი)  დიასპორული კალენდრის წარმოება; კ) დეპარტამენტის კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხების თაობაზე შესაბამისი განცხადებების განხილვა; ლ) დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენლების საქმიანობის საერთო კოორდინაციის გაწევა.  2. დიასპორული პროგრამების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა)  დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) დიასპორის თემატიკის თაობაზე კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების ორგანიზების, ასევე საგამომცემლო საქმიანობის, მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემის ხელშეწყობა;  გ) დიასპორასა და გარე მიგრაციაში (ემიგრაციაში) მიმდინარე პროცესების შესწავლის მიზნით კვლევების განხორციელების ხელშეწყობა; დ) დიასპორის  შესახებ სასაუბროს მომზადება; ე) შესაბამის (პროფილურ) სამეცნიერო-კვლევით და   არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ვ) დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფა. მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ე) დეპარტამენტის    დირექტორს    და    დეპარტამენტის    დირექტორის    მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.