ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 16.02.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2017
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.141.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.03.2016
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2017 წლის 16 თებერვალი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ახალქალაქში –
1 კვადრატულ მეტრზე 0,
84 ლარი;
ბ) შენობა-ნაგებობაზე ქალაქ ახალქალაქში – 1 კვადრატულ მეტრზე
8.0 ლარი
.
2.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე –
1 კვადრატულ მეტრზე 0,4
2 ლარი;
ბ) შენობა-ნაგებობაზე – 1 კვადრატულ მეტრზე
4 ლარი.
3.
ამ დადგენილების გამოცხადების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 04 მარტის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040100000.35.141.016166).
4.
დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი