📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

კომერციული ბანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №20/04
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,122 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ფილიალი ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით და უფლებამოსილია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული საბანკო საქმიანობიდან განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისთვის განსაზღვრული საქმიანობა კომერციული ბანკის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) ფარგლებს გარეთ
მუხლი 2
წარმომადგენლობა
კომერციული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც არ არის უფლებამოსილი განახორციელოს საბანკო საქმიანობა; იგი კომერციული ბანკის სახელით აწარმოებს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას, პოტენციური კლიენტების მოძიებას, მარკეტინგულ კვლევასა და სხვა მსგავსი სახის საქმიანობას
მუხლი 2
უცხოეთის  საბანკო ზედამხედველობის ორგანო
დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი ფილიალის, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების ან წარმომადგენლობის ადგილსამყოფლის შესაბამისი ქვეყნის იურისდიქციაში მყოფი საბანკო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირებასა ან/და ზედამხედველობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 87% 31.10.2022 რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 29.12.2020 კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 26.12.2018 კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 31.10.2022 სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 29.12.2020

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №20/04 2017 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი კომერციული ბანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „კომერციული ბანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესი“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №24/01 ბრძანება „კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის  დამტკიცების თაობაზე“. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე კომერციული ბანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და  სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფისა და წარმომადგენლობის შექმნის წესსა და პირობებს. 2. კომერციულ ბანკს შეუძლია შექმნას ფილიალი, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფი და წარმომადგენლობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფილიალი ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით და უფლებამოსილია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული საბანკო საქმიანობიდან განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისთვის განსაზღვრული საქმიანობა კომერციული ბანკის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) ფარგლებს გარეთ; ბ) წარმომადგენლობა – კომერციული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც არ არის უფლებამოსილი განახორციელოს საბანკო საქმიანობა; იგი კომერციული ბანკის სახელით აწარმოებს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას, პოტენციური კლიენტების მოძიებას, მარკეტინგულ კვლევასა და სხვა მსგავსი სახის საქმიანობას; გ) უცხოეთის  საბანკო ზედამხედველობის ორგანო –  დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი ფილიალის, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების ან წარმომადგენლობის ადგილსამყოფლის შესაბამისი ქვეყნის იურისდიქციაში მყოფი საბანკო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირებასა ან/და ზედამხედველობას. მუხლი 3🔗. ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნისათვის აუცილებელი პირობები 1. კომერციულ ბანკს უფლება აქვს შექმნას ფილიალი ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფილიალს ან სხვა ანალოგიურ ქვედანაყოფს აქვს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, ჰყავს კვალიფიციური კადრები და მზადაა კლიენტებსა და სათავო ბანკთან (ფილიალთან) დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განსახორციელებლად. 2. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის შესაქმნელად კომერციულმა ბანკმა თანხმობის მიღების მიზნით უნდა მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუკრძალოს კომერციულ ბანკს ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნა. მუხლი 4🔗. საქართველოს ტერიტორიაზე ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნა 1. კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ფუნქციონირების დაწყებამდე სულ მცირე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე. 2. ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეტყობინება, როგორც მინიმუმ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ობიექტის ადგილსამყოფლის, გახსნის სავარაუდო თარიღის, თანამშრომელთა რაოდენობის, პოზიციების მიხედვით მათი სამუშაო აღწერილობებისა და იმ უძრავი ქონების შესახებ, სადაც განთავსებული იქნება კომერციული ბანკის ფილიალი ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფი. 3. ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლოა მიეწოდოს როგორც წერილობითი (მატერიალური ფორმით), ისე ელექტრონული ფორმით. მუხლი 5🔗. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნა 1. კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნის თაობაზე საქართველოს ეროვნულ ბანკში  წარდგენილ განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი საბუთები: ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის ან სხვა  ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნაზე; ბ) ფილიალის ბიზნესგეგმა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად დასაბუთებული უნდა იყოს მისი შექმნის ეკონომიკური მიზანშეწონილობა, აგრეთვე სათავო ბანკის მიერ მისთვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები; გ) განცხადებისა და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი, რომელიც უნდა წარედგინოს  ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით უცხოეთის  საბანკო ზედამხედველობის ორგანოს ფილიალის შექმნასთან დაკავშირებით; დ) იმ კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სრული პაკეტი, რომლის საფუძველზეც ფილიალის ადგილსამყოფლ ქვეყანაში ხორციელდება მისი ლიცენზირება, საქმიანობის რეგულირება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა; ე) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ფილიალს, ფუნქციონირების დაწყებისთანავე, შემუშავებული  ექნება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს: ე.ა) შიდა კონტროლისა და მენეჯმენტის დონეზე პირთა დანიშვნის,  ასევე სხვა თანამშრომელთა სამსახურში მიღების პროცედურებს, რომელიც მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში ბანკის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას; ე.ბ) თანამშრომლების მიმდინარე სწავლების პროგრამას; ე.გ) შიდა აუდიტის ფუნქციას სისტემის შესამოწმებლად; ვ) იმ შემთხვევაში, თუ ფილიალის ადგილსამყოფლ უცხო ქვეყანაში მოქმედი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ ფილიალის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესრულებას, ან იმ ქვეყანაში არ ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები: ვ.ა) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ უნდა იკისროს  წერილობითი ვალდებულება, რომ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს მისი ფილიალის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების გატარებას ბანკებისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად, ფილიალის ადგილსამყოფლი ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში; ვ.ბ) კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკის ფილიალი ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას, იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს  უცხო ქვეყნის კანონმდებლობა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის გახსნის შექმნის საკითხს და არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა წერილობით აცნობებს განმცხადებელ კომერციულ ბანკს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 3. კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის შექმნიდან (რეგისტრაციიდან) 30 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დამატებით წარუდგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ფილიალის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული); ბ) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ფილიალის დებულება; გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის უფლებას, სადაც განთავსებულია ბანკის ფილიალი (სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული); დ) ინფორმაცია ფილიალის ხელმძღვანელების „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 4​1 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ ან ფილიალის ადგილსამყოფლი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. მუხლი 6🔗. წარმომადგენლობის შექმნა კომერციული ბანკის მიერ წარმომადგენლობის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკში მის შექმნამდე სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება წარმომადგენლობის შექმნის თაობაზე; ბ) ინფორმაცია წარმომადგენლობის ადგილსამყოფლის შესახებ; გ) ინფორმაცია წარმომადგენლობის ადმინისტრატორთა (წარმომადგენელთა) შესახებ; დ) წარმომადგენლობის საქმიანობის აღწერილობა და სათავო ბანკის მიერ მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობანი. მუხლი 7🔗. ბანკის ფილიალის, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფისა და წარმომადგენლობის საქმიანობის შეწყვეტა კომერციული ბანკი ვალდებულია რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით (მატერიალური ფორმით) ან ელექტრონული ფორმით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. მუხლი 8🔗. ანგარიშგება საქართველოს ეროვნულ ბანკთან კომერციულმა ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინოს ბანკის მოქმედი ფილიალების, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფისა და წარმომადგენლობების  შესახებ ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.