„საქართველოს საზღვაო სივრცის აფხაზეთის საზღვაო რაიონში საქართველოს უფლებების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უშიშროების დაცვის შესახებ“
მიღების თარიღი 03.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №313
სარეგისტრაციო კოდი 010.060.000.05.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 83, 10/08/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საზღვაო სივრცის აფხაზეთის საზღვაო რაიონში საქართველოს უფლებების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უშიშროების დაცვის შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს
პრეზიდენტის
ბრძანებულება
№
313
2004 წლის
3 აგვისტო
ქ.
თბილისი
საქართველოს
საზღვაო
სივრცის
აფხაზეთის
საზღვაო
რაიონში
საქართველოს
უფლებების,
ტერიტორიული
მთლიანობის,
სუვერენიტეტისა
და
უშიშროების
დაცვის
შესახებ
კავკასიის რეგიონში შექმნილი რთული პოლიტიკური და მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო, რასაც ხელს უწყობს აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტების, დაქირავებულების, იარაღის, ნარკოტიკებისა და კონტრაბანდული ტვირთის შეღწევა, რაც, თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო, რეგიონალურ და საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, მის სასიცოცხლო ინტერესებსა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან, აგრეთვე იმის გამო, რომ შეუძლებელია უშიშროების დაცვა საქართველოს აფხაზეთის რაიონის საზღვაო სივრცეში, ასევე აფხაზეთის (საქართველო) კონფლიქტის მოწესრიგების ზომების შესახებ დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების შესრულების და აფხაზეთის (საქართველოს) კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით:
1. აფხაზეთის (საქართველო) კონფლიქტის მოგვარებამდე ნაოსნობისათვის და ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლისათვის დაიხუროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული წყლები და მიმდებარე ზონა, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი აფხაზეთის (საქართველოს) ტერიტორიის ფარგლებში, სოხუმის საზღვაო ნავსადგური და პორტპუნქტები, გარდა ჰუმანიტარული დახმარების ტვირთების გადაზიდვებისა.
2. ჰუმანიტარული ტვირთების შეტანა აფხაზეთის (საქართველოს) ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების ნებართვის საფუძველზე.
3. ჰუმანიტარულ ტვირთიანი გემების შემოწმება აფხაზეთის ნავსადგურებში შესვლამდე (საზღვრის გახსნა და დახურვა) განხორციელდეს ფოთის ნავსადგურის გარე რეიდზე განსაზღვრულ კოორდინატებში.
4. საქართველოს უშიშროების საბჭომ (გ. ბეჟუაშვილი) შეიმუშაოს ამ ბრძანებულების შესრულების მექანიზმი მასში გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად.
მ. სააკაშვილი