მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩასატარებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №31/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017285
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2017
matsne.gov.ge 1,066 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
თავისუფალი გაკვეთილი
საჯარო სკოლის მიერ შესაბამისი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შეთავაზებული ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი უფასო საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო მომსახურება
მუხლი 2
მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა
საჯარო სკოლა, რომელშიც ჯამურად დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ირიცხება არაუმეტეს 200 მოსწავლისა
მუხლი 2
მოსწავლე
პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება საჯარო სკოლაში.
მუხლი 2
გრანტის მიმღები
საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლა
მუხლი 2
პროექტი
გრანტის მოპოვების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად სამინისტროში წარდგენილი  განაცხადი
მუხლი 2
პროექტის ბიუჯეტი
პროექტის განხორციელებისათვის სა­ჭირო გრანტის საერთო ოდენობა, ხარჯვის კა­ტეგორიების მიხედვით
მუხლი 2
საანგარიშო პერიოდი
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს გრანტის ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს სამინისტროს ანგარიშს
მუხლი 2
ანგარიში
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით. პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან სამინისტროში წარმოდგენილი ანგარიში
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულება
გრანტის მიმღებსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება
მუხლი 2
მასწავლებელი
პირი, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 21.08.2019 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 04.08.2025 სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 08.06.2018 2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 21.07.2021 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 24.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩასატარებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №31/ნ 2017 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩასატარებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​10“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 ამ ბრძანების დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩასატარებლად  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე გრანტის გაცემის მიზნით  საგრანტო კონკურსის დებულება.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა დანართი მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩასატარებლად  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე გრანტის გაცემის მიზნით  საგრანტო კონკურსის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩასატარებლად  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე გრანტის გაცემის მიზნით  საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე (შემდგომში - საჯარო სკოლა) მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩასატარებლად  გრანტის გაცემის წესს. 2. მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩასატარებლად  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე გრანტის გაცემის მიზნით  საგრანტო კონკურსის (შემდგომში – საგრანტო კონკურსი) მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების (თავისუფალი გაკვეთილების) შეთავაზებით,  საინტერესო და სახალისო სასწავლო გარემოს შექმნა.   3. საგრანტო კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  (შემდგომში – სამინისტრო) ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. 4. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს: ა) სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას, რაც თავის მხრივ განხორციელდება საგაკვეთილო პროცესისგან განცალკევებით და საინტერესოს გახდის საგანმანათლებლო  პროცესს  როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისათვის; ბ) მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდას, მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული დამატებითი საგანმანათლებლო აქტივობების დანერგვის გზით.   მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზ­ნებისათვის აქვს შემდეგი მნი­შვ­­ნელობა: ა) თავისუფალი გაკვეთილი –  საჯარო სკოლის მიერ შესაბამისი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შეთავაზებული ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი უფასო საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო მომსახურება; ბ) მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა – საჯარო სკოლა, რომელშიც ჯამურად დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ირიცხება არაუმეტეს 200 მოსწავლისა; გ) მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება საჯარო სკოლაში.  დ) გრანტის მიმღები – საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლა; ე) პროექტი –  გრანტის მოპოვების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად სამინისტროში წარდგენილი  განაცხადი; ვ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის სა­ჭირო გრანტის საერთო ოდენობა, ხარჯვის კა­ტეგორიების მიხედვით; ზ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს გრანტის ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს სამინისტროს ანგარიშს; თ) ანგარიში – პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით. პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან სამინისტროში წარმოდგენილი ანგარიში; ი) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; კ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა; ლ) მასწავლებელი – პირი, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. მუხლი 3🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება  1. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით. 2. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს სამინისტრო ამ წესითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამით/ქვეპროგრამით დადგენილი წესით. 3. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საბიუჯეტო პროგრამის/ქვეპროგრამის დამტკიცებას, რომლითაც განისაზღვრება: ა.ა) პროექტების მიღების ვადები; ა.ბ) საგრანტო კონკურსის პირობები; ა.გ) პროექტის ფორმა; ა.დ) პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმები; ა.ე) საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის განაწილების წესი მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლასა და სხვა საჯარო სკოლებს შორის; ა.ვ) გამარჯვებული პროექტების გამოვლენის წესი. ბ) გამარჯვებული პროექტების გამოვლენას; გ) გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას; დ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს.  მუხლი 4🔗.  სუბიექტები 1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საჯარო სკოლას, რომელიც უზრუნველყოფს თავისი მოსწავლეებისათვის თავისუფალი გაკვეთილების ჩატარებას. 2. საჯარო სკოლის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს თავისუფალ გაკვეთილებში შესაბამისი საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობა.  მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები და პროექტის ბიუჯეტი  1. სამინისტროს მიერ საჯარო სკოლაზე წლიურად გაცემული გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: ა) მასწავლებლის შრომის ანაზღაურება  განისაზღვრება არაუმეტეს საათში 10 ლარის ოდენობით; ბ) დირექციის/ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება – სკოლის მიერ განხორციელებული თავისუფალი გაკვეთილების თითო საათში არაუმეტეს 10 ლარის ოდენობით. 4. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებ საჯარო სკოლას საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. 5. პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას. მუხლი 6🔗. საგრანტო კონკურსის ეტაპები  საგრანტო კონკურსის ეტაპებია: ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების სამინისტროში წარდგენა; გ) პროექტების შეფასება; დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ გამარჯვებული პროექტების დამტკიცება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ე) გრანტის მიმღებთან საგრანტო  ხელშეკრულების გაფორმება.  მუხლი 7🔗. პროექტის წარდგენა სამინისტროში 1. პროექტის წარდგენა სამინისტროში ხორციელდება  პროექტების მიღების ვადების დაცვით.    2. სამინისტრო უფლებამოსილია, საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე საგრანტო კონკურსიდან მოხსნას პროექტი: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დებულების მოთხოვნებს; ბ) რომელიც არ შეესაბამება პროექტის ფორმას. მუხლი 8🔗. პროექტების შეფასება და გამარჯვებული პროექტების დამტკიცება 1. სამინისტრო უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას. 2. პროექტების შეფასება შეიძლება განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ ან/და სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუშაობის წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გამარჯვებულ პროექტებს. მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი  1. დაუშვებელია პროექტის შეფასებაში მონაწილეობდეს პირი, რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში. 2. პროექტის შეფასებაში მონაწილე პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ. მუხლი 10🔗. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება  გამარჯვებული პროექტების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ, სამინისტროს სახელით, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გრანტის მიმღებებთან.  მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი  1. სამინისტრო საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდგომ ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2.  ფინანსური მონიტორინგის დროს სამინისტრო ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების საგრანტო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემოწმებას გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე. 3. სამინისტროს მიერ ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის შესაბამისი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება შესაბამის  ანგარიშზე დაბრუნებას; გ) თანხის აუთვისებელ ნაწილად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ექვემდებარება შესაბამის  ანგარიშზე დაბრუნებას; 4.  პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დასახული მიზნების და მოსალოდნელი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.  მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებები 2017 წლის განმავლობაში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში საგრანტო პროექტის ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ მხოლოდ საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები.