„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.02.2017
ძალის დაკარგვა 27.11.2017
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 09.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2017 წლის 16 თებერვალი
ქ. ახალციხე
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 10/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.138.016261) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის № 1 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.
მუხლი 1🔗.
მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/ აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:
ა.ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ა.ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ა.დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ა.ე)
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ა.ვ)
კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);
ა.ზ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
ბ)
იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:
ბ.ა)
განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ.ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ.დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ბ.ე)
მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;
ბ.ვ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ბ.ზ)
მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).
მუხლი 2🔗.
მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.
გ)
მოქალაქეს, რომელიც არ არის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუნარიანი და რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ვ)
წინასწარი ან საბოლოო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ( კალკულაცია);
ზ)
საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
თ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
ი)
მოხსენებითი ბარათი, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან, მოქალაქის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა და სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნარობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოსახლეობის ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის ხარჯების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ვ)
კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);
ზ)
საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
თ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში).
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი/ჩატარებული მკურნალობის დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოსახლეობის ამავე დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:
ა.ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ა.ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ა.დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ა.ე)
ანგარიშ-ფაქტურა;
ა.ვ)
კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);
ა.ზ)
საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ა.თ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
ბ)
იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:
ბ.ა)
განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ.ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ.დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ბ.ე)
მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;
ბ.ვ)
საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ბ.ზ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ბ.თ)
მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).
მუხლი 5🔗.
სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ამ წესის ფარგლებში
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:
ა)
სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
ბ)
სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
გ)
ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მკურნალობა;
დ)
საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;
ე)
ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით), ფსიქოთერაპია;
ვ)
თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად.
მუხლი 6🔗.
სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:
ა)
პირველი და მეორე ახალშობილისთვის – 125 ლარი;
ბ)
მესამე ახალშობილისთვის – 200 ლარი;
გ)
მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის – 250 ლარი.
3.
ტყუპების დაბადების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა ერთჯერადად შემდეგი ოდენობით:
ა)
თუ ტყუპები პირველი და მეორე შვილები არიან – 300 ლარი;
ბ)
თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 400 ლარი;
გ)
თუ ტყუპები მესამე და მეოთხე, ან მომდევნო შვილები არიან – 500 ლარი;
დ)
სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 700 ლარი.
4.
თუ ოჯახს დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.
5.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;
ბ)
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
გ)
ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
ახალშობილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)
ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);
ვ)
ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
6.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
7.
ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.
8.
ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილები შეეძინათ გასული წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში, მაგრამ 2016 წელში არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად.
9.
თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ უსარგებლია ამავე ტიპის დახმარებით სხვა მუნიციპალიტეტიდან.
მუხლი 7🔗.
ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლებში, აგრეთვე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში“ და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლაში" სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;
გ)
იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
დ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები;
ე)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);
ვ)
დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები;
ზ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
მოსწავლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები (დედით ან/და მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში ცოცხალი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი);
ვ)
ვეტერანის მოწმობის ასლი; (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილებისთვის);
ზ)
იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებისთვის);
თ)
შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილებისთვის);
ი)
ყველა ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები (მრავალშვილიან ოჯახთა შვილებისთვის);
კ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედით ან მამით ობოლი ბავშვებისთვის);
ლ)
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.
ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის პირობა, არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ-დევნილ მოსწავლეებზე.
4.
ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სწავლის შეღავათი, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში“, არ ვრცელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალესა და აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოსწავლეებზე.
მუხლი 8🔗.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
ვეტერანის მოწმობის ასლი (ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);
ე)
დევნილის მოწმობის ასლი (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ვ)
განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
4.
აღნიშნული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ დევნილი ან ვეტერანი გარდაცვლილია გასულ წელს და სარიტუალო მომსახურების თანხა ოჯახს ჯერ არ მიუღია.
მუხლი 9🔗.
მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქის სარიტუალო მომსახურება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
დაინტერესებული (დამკრძალავი) პირის წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციაპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილი მოქალაქის და დაინტერესებული (დამკრძალავი) პირის შესახებ.
ე)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 2012 წლის მაისის თვეში მომხდარი მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთათვის ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
სოციალური დახმარება გაიცემა შემდეგ მოქალაქეებზე:
ა)
შურა ლაბაძე;
ბ)
ივანე ლაბაძე;
გ)
მარიამ კაპანაძე;
დ)
მარიამ ლაბაძე;
3.
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ბენეფიციარებისათვის კუთვნილი სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოსარგებლე პირის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტი ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში რეგისტრირებულ მეწყერის შედეგად დაზარალებულ, ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ უსახლკარო ბენეფიციართათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
2.
თანამონაწილეობისას მუნიციპალიტეტის მხრიდან თანხის ოდენობა განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ დარჩენილი გადასახდელი თანხიდან - არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით.
3.
თანადაფინანსებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა)
თანადაფინანსებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ბ)
განმცხადებელის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობების ასლები;
გ)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობა, ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი ფართის შასაძენად მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეწყობის განხორციელების თაობაზე, სადაც მითითებული იქნება შესაძენი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ან ბენეფიციარის მიერ შასაძენ უძრავ ქონებაზე ფაქტობრივად გადასახდელი თანხის ოდენობა;
დ)
გეოლოგიური დასკვნა შესაძენი უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ.
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მყიდველის პირად ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
1.
სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შშმ პირის სტატუსის მქონე ვეტერანები:
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები; (კოდი 311);
ბ)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები; (კოდი:312);
გ)
სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, (კოდი 211);
დ)
სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები; (კოდი 212).
2.
ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ვეტერანები მიიღებენ წელიწადში ორჯერ, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და 17 ოქტომბერს - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, 200-200 ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა მონაცემების შესახებ.
ბ)
ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ)
ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ვეტერანის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები (კოდი: 501) მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით 14 აგვისტოს (აფხაზეთის ომის დაწყება) დღესთან დაკავშირებით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირების მონაცემების შესახებ;
ბ)
მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსარგებლის ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ)
მოსარგებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესთან დაკავშირებით მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მონაცემების შესახებ.
ბ)
ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ)
ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ვეტერანის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 15🔗.
უხუცესთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები 99 წელს გადაცილებული უხუცესები მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: უხუცესი ან მისი ოჯახის წევრი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ე)
უხუცესის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 16🔗.
შშმ პირთა სოციალური დახმარება
1.
სოციალურ დახმარებას, წლის განმავლობაში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შშმ პირები, კერძოდ:
ა)
მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (I ჯგუფი );
ბ)
მნიშვნელოვნად გამოხატული, მხედველობით შშმ პირები (II ჯგუფი).
2.
ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და 3 დეკემბერს-შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 75-75 ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირთა შესახებ;
ბ)
შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
შშმ პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 17🔗.
შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შშმ ბავშვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას წლის განმავლობაში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში ორჯერ: საახალწლოდ და 1 ივნისს-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 100-100 ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
დ)
შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)
შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ)
შშმ ბავშვის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 18🔗.
ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხობრებ, მიმდინარე წელს ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა)
საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
ბ)
არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით;
4.
მომხდარ ხანძართან დაკავშირებით წარმოდგენილ უნდა იქნეს ხანძრის აქტი (სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან);
5.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი ხანძრის შედეგად მიყენებული მიახლოებითი ზარალის შესახებ.
6.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 19🔗.
უსახლკარო, მიუსაფარ ოჯახთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა.
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით.
2.
საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გამქირავებლის ბინის საკუთრების თაობაზე;
ე)
გამქირავებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
4.
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი დასაბუთება სოციალური დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქის ან/და მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ.
5.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 20🔗.
მოსახლეობის დახმარება სასურსათო პაკეტებით
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას, მიიღებენ სოციალურ დახმარებას სასურსათო პაკეტის სახით წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ).
2.
თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა აგრეთვე წინამდებარე წესის მე-19 მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებზეც.
4.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახის შესახებ;
ბ)
ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
მუხლი 21🔗.
თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე, მიიღებენ სოციალურ დახმრებას 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში 4-ჯერ, კვარტალში ერთხელ, 250-250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: პროგრამით მოსარგებლე პირი, მისი ოჯახის წევრი ან კანონიერი წარმომადგენელი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
მოსარგებლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)
მოსარგებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 22🔗.
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ოჯახები მიიღებენ სოციალურ დახმარებას სასურსათო პაკეტის სახით, სააღდგომოდ და საახალწლოდ.
2.
თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მონაცემების შესახებ;
ბ)
დევნილის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
დევნილის მოწმობის ასლი.
მუხლი 23🔗.
დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
მეურვის/მზრუნველის წერილობითი განცხადება;
ბ)
მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
ბავშვის დაბადების მოწმობის ან/და პირადობის მოწმობის ასლი;
ე)
ბავშვის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ)
მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;
ზ)
მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 24🔗.
გარდამავალი დებულებანი
1.
მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა საგარანტიო წერილი.
2.
ა(ა)იპ სტატუსის მქონე სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში, 2016-2017 სასწავლო წლის ფარგლებში, მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება 2017 წლის 01 იანვრიდან განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან.
3.
ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შემთხვევაში ახალშობილთა ოჯახების დაფინანსება განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან.
4.
წინამდებარე წესის თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
მუხლი 25🔗.
დასკვნითი დებულებანი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.