სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
| ბრძანება №02-186/ო |
| 2017 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი |
| სსიპ − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად , ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 05 ივნისის №02-878/ო ბრძანება ა(ა)იპ −საზოგადოება „ბილიკის“ ფილიალისთვის (მისამართი: ქ. ხაშური, იმერეთის ქ.№20) სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი№6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ „ბილიკის“ მენეჯერის, ხ. პოსოშვილის განცხადება №10933, 02.02.2017წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე