ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2017
ძალის დაკარგვა 07.03.2018
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.139.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | ცენტრალური ზონა |
| 2 | შუალედური ზონა |
| 3 | პერიფერიული ზონა |
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ქ. ბორჯომის ზონებში მდებარე არეალები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 11.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2017 წლის 17 თებერვალი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის" თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მარტის №9 დადგენილება (www.matsne.gov.ge - 23/03/2016; 200140030.35.139.016217).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
1.
ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
ა)
CN – არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG – არის ქ. ბორჯომის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,55-ს;
გ)
ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-ს, შუალედური ზონისთვის 1,0-ს, ხოლო პერიფერიული ზონისთვის – 0,7-ს;
დ)
C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე)
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ბორჯომში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
№
ზონა
IMG
ITL
C
K
CN (ლარი) CN=IMG*ITL*C*K
1
ცენტრალური
0,55
1,3
0,24
100
17.16
2
შუალედური
0,55
1,0
0,24
100
13.20
3
პერიფერიული
0,55
0,7
0,24
100
9,24
3.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 3.96 ლარს.
4.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბებში (გარდა ბაკურიანისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ.-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.
5.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.
6.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა არეალებში გამავალი “საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18.06. №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, ბორჯომი-ტბა-ცემის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის ცენტრალური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლით და შეადგენს 17.16 ლარს. (გარდა ბაკურიანისა).
7.
სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვმ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის ორმაგი ოდენობით და, შესაბამისად, შეადგენს 26.40 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი წესი.
ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება
№
ქ. ბორჯომის ზონებში მდებარე არეალები
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
1
ცენტრალური ზონა
მტკვრის მარცხენა მხარეს დ.აღმაშენებლის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, მესხეთის ქუჩა, ლიკანის დასახლება - გოგებაშვილის ქუჩა,რაზმაძის ქუჩა, რუსთაველის მოედანი, სააკაძის ქ.,ფალიაშვილის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, გოგიასციხის ქუჩა, წმინდა ნინოს ქ., მტკვრის მარჯვენა მხარეს ერეკლეს ქუჩა, კოსტავას ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, კოსტავას სახელობის სკვერი, რობაქიძის ქუჩა ხიდამდე, გამსახურდიას ქუჩა, დუმბაძის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ჯორჯაძის ქუჩა, აკაკის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალური ისტორიული პარკი
1,3
2
შუალედური ზონა
ჩარხისწყლის დასახლება, გურამიშვილის ქუჩა, დიმიტრი ყიფიანის ქუჩა, ინგოროყვას ქუჩა, მანჯგალაძის ქუჩა,ორბელიანის ქუჩა, შ. თორელის ქუჩა, პეტრიწის ქუჩა, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა, მირზა გელოვანის ქუჩა, ბესიკის ქუჩა, გიორგი ბერუაშვილის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, სადგერის ქუჩა, ჩარხისწყლის დასახლება - თორის ქუჩა, 300 არაგველის ქუჩა, ახალი უბნის დასახლება, არდაგნის დასახლება
1,0
3
პერიფერიული ზონა
ვაშლოვანის ქუჩა, ლარების, ლიბანის, ზორეთის, ანდეზიტის დასახლება, ნიკოლაძის ქუჩა, საბარგოს ქუჩა
0,7