კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2017
ძალის დაკარგვა 26.02.2018
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.149.016304
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0.47 | 0.7 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2017 წლის 17 თებერვალი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის" თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დადგინდეს კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის 1 (ერთი) ფურცლად).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ კასპის ტერიტორიის ზონირება, დანართი №2-ის შესაბამისად (თან ერთვის 1 (ერთი) ფურცლად).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალდაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მარტის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/03/2016; 200140030.35.149.016278).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანუჩარ მერებაშვილი
დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნორმატიული ფასი
1.
ქალაქ კასპში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქალაქ კასპის ზონირების საფუძველზე შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქალაქ კასპის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,47-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 25-ს.
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ კასპში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN
ცენტრალური ზონა
0.47
1.3
0.24
25
3.666
შუალედური ზონა
0.47
1
0.24
25
2.82
პერიფერიული ზონა
0.47
0.7
0.24
25
1.974
3.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.846 ლარს.
4.
კასპის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.705 ლარს.
5.
კასპის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 65 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,833 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.
დანართი №2
ქალაქ კასპის ზონების აღწერა
ცენტრალური ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით –
1,3: გიორგი სააკაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთიდან ერეკლეს ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ქუჩა ე.წ.წყალსაქაჩამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა წულუკიძის ქუჩისა და გორის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, ეფრემ მეორის ქუჩა.
შუალედური ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით –
1: ანტონოვსკაიას, თაყაიშვილის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, 26 მაისის ქუჩა, პაატას ქუჩა, თამარ მეფის, მაზნიაშვილის, სამთავისის, მეტეხის, ჯორჯიაშვილის, ლესელიძის, ერეკლეს, ჭონქაძის, ჯავახიშვილის, ცხვედაძის, კოტეტიშვილის, ნინოშვილის, მცხეთის, ერთაწმინდის, ყაზბეგის, შარიფაშვილის, წერეთლის, ფიროსმანის, გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, წულუკიძის, ბახტრიონის, ვახუშტის, გელათის, გორის, 9 ძმის, დადიანის, კოჯრის, მშვიდობის, ბახტაძის, კოლხეთის, ცაგარელის, 9 აპრილის, იას, გოგებაშვილის, ბარნოვის, ასათიანის, ორბელიანის, ჩახრუხაძის, პეტრიწის, ენგელსის, ფალიაშვილის, ლაშქარაშვილის, კრწანისის, ხოკრიშვილის, სარაჯიშვილის, ტოლსტოის, გამარჯვების, ფარნავაზის, მახარაძის ქუჩები, გიორგი სააკაძის ქუჩა, ერეკლეს ქუჩის გადაკვეთიდან ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, კოსტავას ქუჩა გორის ქუჩის გადაკვეთიდან ე.წ.რუქამდე, არსენა მარაბდელის ქუჩა, ქვათახევის ქუჩა, კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილი ბოლომდე.
პერიფერიული ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით –
0,7: ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, კახეთის, აჭარის, თბილისის, ქართლის, ბორჯომის, მარაბდის, ვარძიის, თევდორეს, მაჩაბლის, კონსტიტუციის, მირიან მეფის, კელაპტრიშვილის, სანაპიროს, 300 არაგველის, გიორგი სააკაძის ქუჩის დასაწყისიდან ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთამდე, გიორგი სააკაძის ქუჩა-ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ბოლომდე, გრიშაშვილის, თავისუფლების გორგასლის ქუჩები, სოფ. ვარჯაანი, სოფ. მიქელწყარო, ხეთაგუროვი, შატბერაშვილი.