⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.03.2017)
გაუქმებულია:

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.02.2017
ძალის დაკარგვა 31.03.2017
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016308
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 344 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2017 მიღება
31.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №4 2017 წლის 22 თებერვალი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 47-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 88-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და  საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის  ანგარიშის მოსმენის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი  ხონის  მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესი მუხლი 1🔗  ხონის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) გამგებლის და   საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის  მოსმენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლის და  საკრებულოს წევრის  ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენის საკითხებს.  მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის გამგებელი და  საკრებულოს წევრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 3🔗 საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები. მუხლი 4🔗 1. მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ქვეყნდება შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 2. მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიშს ესწრებიან მისი მოადგილეები და მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსები. 3. საკრებულოს წევრის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი.  მუხლი 5🔗 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად დაესწრონ მუნიციპალიტეტის გამგებლის და  საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშის  განხილვას. მუხლი 6🔗 1. საჯარო შეხვედრისას ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო/ვიდეომასალისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. 2. ანგარიშის მოსმენის შემდეგ განხილვაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება, გამოთქვან თავიანთი შენიშვნები, წინადადებები და შეაფასონ მუნიციპალიტეტის გამგებლის და     საკრებულოს წევრის საქმიანობა. 3. მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები. ოქმს ხელს აწერს შეხვედრის მომწყობი პირი. 4.მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.