სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“–ზე სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება № 05/1-ლ
2017 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29ე და 30-ე პუნქების, ამავე კანონის მე13, მე-14 და 36-ე მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „სადაზღვევო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 9 თებერვლის №01 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. გაიცეს სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404526777) სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიები.
2. გაიცეს სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) სალიცენზიო მოწმობები.
3. ინფორმაცია სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი კ . სულამანიძე