ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016332
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,570 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ქონება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) არაფინანსური აქტივები.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
დაწესებულება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანოები (საკრებულო/გამგეობა) და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები (ა(ა)იპ/შპს).
მუხლი 2
ინვეტარიზაციის კომისია
ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დასახელება
ფიზიკური ცვეთის ნორმა საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობა
% ლარი
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
დასახელება რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.07.2018 დმანისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.06.2018 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 03.10.2022 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.07.2015 ახალგორის მუნიციპალიტეტისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.12.2016

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2017 წლის 20 თებერვალი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-მუხლის მე-2 პუნქტის, 106​1  მუხლის მე-14 პუნქტის,  „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი 1). 2. დამტკიცდეს „ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის“ ფორმა (დანართი 2). 3. დამტკიცდეს „ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის“ ფორმა (დანართი 3). 4. დამტკიცდეს „მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტის“  ფორმა (დანართი 4). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი 1 ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  იურიდიული პირების  საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული)  ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება: 1. ქონება – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) არაფინანსური აქტივები. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანოები (საკრებულო/გამგეობა) და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები (ა(ა)იპ/შპს). 4. ინვეტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების თანახმად. მუხლი 4🔗. ინვენტარიზაციის კომისია 1. ინვენტარიზაციის კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებს 7 წევრისაგან, მათ შორის, თავმჯდომარისაგან. 4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას მოადგილე. 5. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტი  (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი). მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს  სხდომაზე, სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 8. ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარებისას კომისიამ იხელმძღვანელოს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად. თავი II მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი 1. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას. 2. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებსა და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს ყველა ძირითად აქტივებზე, მცირე ფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აქტებს. 3. დაწესებულების ხელმძღვანელი იხილავს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას კომისიის დასკვნისა და აუდიტორ/ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ამოწმებს ქონების ჩამოწერის აქტს და დასამტკიცებლად წარუდგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემთხვევაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. 4. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 5. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) რომლებიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი ქონების განადგურება ან/და განკარგვა 1.  ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს გასანადგურებელი ქონება. 3. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომლებიც ესწრებიან განადგურების პროცესს. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად. თავი III მუნიციპალიტეტის მიერ დაუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 8🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის  საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის  მიერ შემუშავებული დოკუმენტები. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგების სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. 4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას. 5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის  კომისია  ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას. 6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის  კომისია  დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას. 7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი  ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ, მასალების წარდგენა ხდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 8. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა/ლიკვიდაცია. 9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელს. მუხლი 9🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება 1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. ქონების განადგურების  პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელზე. 4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 6.    განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია. მუხლი 10🔗.  ჩამოწრილი ქონების რეალიზაცია ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 11🔗. 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების ქონების (ნივთი) ჩამოწერის წესი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.  დანართი 2 _______________________________________________________ (ორგანიზაციის დასახელება, თარიღი) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი № ძირითადი აქტივის დასახელება საინვენტარო ნომერი ექსპლოატაციაში შესვლის წელი საწყისი ღირებულება (ლარი) ღირებულება გადაფასების შემდეგ ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება ლარებში შენიშვნა ფიზიკური ცვეთის ნორმა საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობა % ლარი % ლარი კომისიის თავმჯდომარე:                             ____________________________   (__________________________) კომისიის წევრები:                                       1._________________________    (_________________________)                2._________________________    (_________________________)   3._________________________    (_________________________) . დანართი 3 _________________________________________________________________ (ორგანიზაციის დასახელება, თარიღი) ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი № ძირითადი აქტივის დასახელება საინვენტარო ნომერი ექსპლოატ.შეს. წელი ნარჩენი საბალანსო ღირებულება შენიშვნა 1 2 3 4 5 6 კომისიის შემადგენლობა: ---------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20  წელი ------------------- №-------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტის ------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. შეძენის წელი:--------------------------------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება:------------------------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:   ა) -------------------------------------; ბ)----------------------------------; გ)------------------------------------; კომისიის დასკვნა:: --------------------------------------------------------------------------------------------- კომისიის თავმჯდომარე: ---------------------------- (_____________________) კომისიის წევრები  1. -------------------------------- (_____________________) 2. --------------------------------- (____________________)                                 3. --------------------------------- (_____________________)  ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგის გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა:-------------------- (---------------------------------------) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: --------------------------------------------------------------------------------------- კომისიის თავმჯდომარე: -------------------------------------------(_______________________) კომისიის წევრები:   1. ------------------------------------------  (_________________________)  2. ------------------------------------------  (_________________________)            3 -------------------------------------------  (_________________________)                                       ბ.ა. დანართი 4 ___________________________________________________________ (ორგანიზაციის დასახელება, თარიღი) მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტი № დასახელება საინვენტარო ნომერი ექსპლ. შეს. წელი ერთეულის ღირებულება რაოდენობა ღირებუ- ლება ჩამოწერის მიზეზი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული აქტივები შენიშვნა დასახელება რაოდენობა ღირებულება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12  ჯამი კომისიის  თავმჯდომარე:                             ____________________________   (__________________________)  კომისიის წევრები:                                       1._________________________    (_________________________)                                            2._________________________    (_________________________)  3._________________________    (_________________________)   ბ.ა.