ფრენის პროცედურების დიზაინის წესი

მიღების თარიღი 22.02.2017
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,703 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დიზაინერი
დადგენილი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს ფრენის პროცედურების დიზაინს, დოკუმენტირებას, ვალიდაციას, მუდმივ გადახედვასა და განახლებას
მუხლი 3
ვალიდაცია
ობიექტური მტკიცებულებების წარდგენის საშუალებით დადასტურება იმისა, რომ კონკრეტული სავარაუდო მოხმარებისათვის ან გამოყენებისათვის განკუთვნილი მოთხოვნები (ISO 9000*) შესრულებულია
მუხლი 3
ვერიფიკაცია
ობიექტური მტკიცებულებების წარდგენის საშუალებით დადასტურება იმისა, რომ დადგენილი მოთხოვნები (ISO 9000*) შესრულებული იქნა; შენიშვნა 1. ტერმინი „ვერიფიცირებულია” გამოიყენება შესაბამისი სტატუსის აღსანიშნავად. შენიშვნა 2. დადასტურების საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა: – ალტერნატიული გათვლების შესრულება; – ახალი პროექტის სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის შედარება აპრობირებული პროექტის ანალოგიურ დოკუმენტაციასთან; – გამოცდების  ჩატარება და დემონსტრირება; – დოკუმენტების ანალიზი მათ გამოშვებამდე.
მუხლი 3
ფრენის პროცედურის კონცეპტუალური დიზაინი
დიზაინერის მიერ ინტერპრიტირებული დამკვეთის მოთხოვნების ტექსტური ან/და გრაფიკული აღწერილობა
მუხლი 3
ფრენის პროცედურა
საჰაერო ხომალდის ფრენის წინასწარ დადგენილი მანევრირების აღწერა, რომელიც წარმოდგენილია ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით
მუხლი 3
ფრენის პროცედურის დიზაინის მომსახურება
(შემდგომში დიზანის მომსახურება) ფრენის პროცედურების დიზაინი, დოკუმენტირება, ვალიდაცია, მუდმივი გადახედვა და განახლება
მუხლი 3
ფრენის პროცედურის დიზაინის სამსახური (შემდგომში
სამსახური) –   სამსახური, რომელიც ახორციელებს ფრენის პროცედურების დიზაინის, დოკუმენტირების, ვალიდაციის, მუდმივ გადახედვასა და განახლების უზრუნველყოფას ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და რეგულარობის მიზნით
მუხლი 3
ფრენის პროცედურის პროექტი
ფრენის პროცედურის სქემა (მონახაზი), ანგარიში, გამოთვლების შედეგები, კოორდინატები და პროცედურის სიტყვიერი აღწერა.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 23.01.2023 „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 29.07.2022 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 12.06.2019 ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 27.09.2018 „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 30.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

ფრენის პროცედურების დიზაინის წესი სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №22 2017 წლის 22 თებერვალი ქ. თბილისი ფრენის პროცედურების დიზაინის წესი საქართველოს საჰაერო კოდექსის 9​1 მუხლის პირველი ნაწილის და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc. 8168 PANS-OPS  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,ფრენის პროცედურების დიზაინის წესი“. მუხლი 2🔗 1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უზრუნველყოს ამ წესის დამტკიცებამდე საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნებული თბილისის საერთაშორისო აეროდრომისათვის განკუთვნილი ფრენის პროცედურის გადახედვა, ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და განახლება 2017 წლის 31 დეკემბრამდე. 2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უზრუნველყოს ამ წესის დამტკიცებამდე საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნებული ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროდრომებისათვის განკუთვნილი ფრენის პროცედურის გადახედვა, ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და განახლება 2018 წლის 31 დეკემბრამდე. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია დანართი ფრენის პროცედურების დიზაინის წესი მუხლი 1🔗. წესის მიზანი ფრენის პროცედურების დიზაინის წესის (შემდგომში „წესის“) მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში და სამოქალაქო აეროდრომებზე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფა ფრენის პროცედურების დიზაინის პროცესის სამართლებრივი მოწესრიგებისა და ამ პროცესთან დაკავშირებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების დადგენის გზით. მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში არსებული სამოქალაქო აეროდრომებისათვის ფრენის პროცედურების დიზაინის მომსახურებას და ადგენს ამ მომსახურების განხორციელებაში ჩართული პირების კვალიფიკაციას.   2. ამ წესის მოქმედება  ვრცელდება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე, რომელიც ახორციელებს საქართველოში ფრენის პროცედურის დიზაინის მომსახურებას და ასევე იმ   ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ ფრენის პროცედურების დიზაინის მომსახურების პროცესში. მუხლი 3🔗. ტერმინები და შემოკლებები ა)  დიზაინერი – დადგენილი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს ფრენის პროცედურების დიზაინს, დოკუმენტირებას, ვალიდაციას, მუდმივ გადახედვასა და განახლებას; ბ) ვალიდაცია – ობიექტური მტკიცებულებების წარდგენის საშუალებით დადასტურება იმისა, რომ კონკრეტული სავარაუდო მოხმარებისათვის ან გამოყენებისათვის განკუთვნილი მოთხოვნები (ISO 9000*) შესრულებულია; გ) ვერიფიკაცია – ობიექტური მტკიცებულებების წარდგენის საშუალებით დადასტურება იმისა, რომ დადგენილი მოთხოვნები (ISO 9000*) შესრულებული იქნა; შენიშვნა 1. ტერმინი „ვერიფიცირებულია” გამოიყენება შესაბამისი სტატუსის აღსანიშნავად. შენიშვნა 2. დადასტურების საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა: – ალტერნატიული გათვლების შესრულება; – ახალი პროექტის სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის შედარება აპრობირებული პროექტის ანალოგიურ დოკუმენტაციასთან; – გამოცდების  ჩატარება და დემონსტრირება; – დოკუმენტების ანალიზი მათ გამოშვებამდე. დ) ფრენის პროცედურის კონცეპტუალური დიზაინი – დიზაინერის მიერ ინტერპრიტირებული დამკვეთის მოთხოვნების ტექსტური ან/და გრაფიკული აღწერილობა; ე) ფრენის პროცედურა – საჰაერო ხომალდის ფრენის წინასწარ დადგენილი მანევრირების აღწერა, რომელიც წარმოდგენილია ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით; ვ) ფრენის პროცედურის დიზაინის მომსახურება – (შემდგომში დიზანის მომსახურება) ფრენის პროცედურების დიზაინი, დოკუმენტირება, ვალიდაცია, მუდმივი გადახედვა და განახლება; ზ) ფრენის პროცედურის დიზაინის სამსახური (შემდგომში – სამსახური) –   სამსახური, რომელიც ახორციელებს ფრენის პროცედურების დიზაინის, დოკუმენტირების, ვალიდაციის, მუდმივ გადახედვასა და განახლების უზრუნველყოფას ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და რეგულარობის მიზნით; თ) ფრენის პროცედურის პროექტი – ფრენის პროცედურის სქემა (მონახაზი), ანგარიში, გამოთვლების შედეგები, კოორდინატები და პროცედურის სიტყვიერი აღწერა. მუხლი 4🔗. სამსახურის ზოგადი უფლება-მოვალეობები 1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში არსებული სამოქალაქო აეროდრომებისათვის ფრენის პროცედურების (შემდგომში – პროცედურები) დიზაინის მომსახურებას ამ წესის მოთხოვნების და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc. 8168 (საჰაერო ხომალდების ოპერირება) მოთხოვნების დაცვით ახორციელებს სამსახური. 2. სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული დიზაინის მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს უშუალოდ, ან მესამე პირის მეშვეობით,  იმ პირობით, რომ დაცული იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნა. 3. სამსახური ვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს ინფორმაცია  შესაბამისი განსხვავებების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 8168 მოთხოვნების/კრიტერიუმების დაცვა გაუმართლებელია/შეუძლებელია და სამსახური უსაფრთხო ოპერირების მიზნით, განსხვავებულად ახორციელებს დიზაინის მომსახურებას. 4. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით სამსახურს უნდა გააჩნდეს: ა) ხარისხის მართვის სისტემა; ბ) საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები; გ) კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც: გ.ა) გავლილი აქვს ყველა საჭირო სწავლება, და გ.ბ) გააჩნია სახელმძღვანელო მასალები და თანამდებობრივი ინსტრუქციები; დ) სამუშაო პროცედურა(ები), რომელიც მოიცავს დიზაინის მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესების სრულყოფილ აღწერას; ე) საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორიცაა ავტომატიზირებული სისტემები, აღჭურვილობა და სხვა; ვ) „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, რომელიც აღწერს სამსახურის მიერ დიზაინის მომსახურებისთვის დადგენილ პროცესებს და პროცედურებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით. მუხლი 5🔗. სახელმძღვანელო დოკუმენტი 1. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ სულ მცირე უნდა  შეიცავდეს: ა) სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების სახელის, გვარის, თანამდებობის, მოვალეობების და პასუხისმგებლობების მითითებით; ბ) საჭირო საკადრო რესურსების გამოთვლას; გ)   პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესის აღწერას; დ) დიზაინის მომსახურების პროცესის აღწერას; ე) ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება ფრენის პროცედურისთვის; ვ) დიზაინის მომსახურების პროცესში არსებული თითოეული პოზიციისთვის ფუნქციების და პასუხისმგებლობების ჩამონათვალს; ზ) დიზაინის მომსახურებისთვის საჭირო  ინფორმაციის მიღების პროცესის აღწერას; თ) ჩანაწერების შენახვის პროცესის აღწერას; ი) დიზაინის მომსახურებისთვის მესამე პირის მოწვევის პროცესის აღწერას; კ) დიზაინის მომსახურებისთვის არსებული პროცედურების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელო მასალის ჩამონათვალს.  2. სამსახური უზრუნველყოფს  „სახელმძღვანელო დოკუმენტის“ შემუშავებას, მუდმივ განახლებას და ამ სახელმძღვანელოში ზუსტი ინფორმაციის ასახვას საჭირო ცვლილებების შეტანის გზით.  3. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ შეიძლება შეიქმნას ძირითადი დოკუმენტის ან/და ცალკეული დოკუმენტების კრებულის სახით. მუხლი 6🔗. ხარისხის უზრუნველყოფა სააგენტოს და სამსახურის მიერ 1.   ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში სააგენტო უზრუნველყოფს სამსახურის მიერ შექმნილი პროცედურის დამტკიცებისათვის საჭირო პროცესების და პროცედურების   შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას.  2. სამსახური, ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc. 9906  მოთხოვნების დაცვით, ახორციელებს ხარისხის მართვის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და მუდმივ განახლებას, რომელიც: ა) უზრუნველყოფს ყველა საჭირო პროცესის, პროცედურის და რესურსის არსებობას; ბ) ვრცელდება დიზაინის მომსახურების მთელ პროცესზე (პროცედურის დიზაინიდან შემდეგი მომხმარებლისთვის მიწოდებამდე); და გ) მოიცავს არსებული ან შესაქმნელი პროცედურის მონაცემთა შეგროვებას (ინფორმაციის შეკრება და შემოწმება), დიზაინს, სახმელეთო ან/და საფრენოსნო ვალიდაციას, გამოქვეყნებას, გამოქვეყნების შემდგომ მომხმარებლისგან უკუგებას და პერიოდულ გადამოწმებას. 3. სამსახური ვალდებულია შეიმუშაოს, დანერგოს და შეინარჩუნოს შეცდომების გამოვლენის და აღმოფხვრის პროცესი და შესაბამისი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს შეცდომების დროულ იდენტიფიცირებასა და გამოსწორებას. 4. სამსახური, დიზაინის მომსახურების მთელი პროცესის განმავლობაში, შეცდომების მინიმიზაციის და ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების დაცვის მიზნით ვალდებულია გამოიყენოს თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა და ავტომატიზირებული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ: ა) მონაცემთა დამუშავების მთელ პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ამ მონაცემების ციფრულ ფორმატში გაცვლას; ბ)  მონაცემების მთლიანობის შენარჩუნებას. მუხლი 7🔗. დიზაინის მომსახურებასთან დაკავშირებული მონაცემები   1. სამსახური იღებს, ინახავს და აგროვებს დიზაინის მომსახურებასთან დაკავშირებულ შემდეგ მონაცემებს/ინფორმაციას: ა) რელიეფის და  დაბრკოლებების შესახებ ვალიდირებულ და ვერიფიცირებულ მონაცემებს; ბ) სანავიგაციო საშუალებების და საჰაერო სივრცის შესახებ ინფორმაციას; გ) დაინტერესებულ მომხმარებელთა (საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანო, აეროპორტის ოპერატორები, ავიაკომპანიების და სხვა) მოთხოვნებს; დ) აეროპორტის ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კლასიფიკაცია, განათება,  მონიშნვა, სხვა; ე) გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას (დაცული ტერიტორიები და სხვა); ვ)  დიზაინის მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას. 2. სამსახური უზრუნველყოფს კოორდინაციას ყველა დაინტერესებულ მხარესთან  დიზაინის მომსახურების მთელი პროცესის განმავლობაში.   მუხლი 8🔗. ფრენის პროცედურის შექმნის პროცესი 1. ამ წესის მე-7 მუხლში განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, სამსახური უზრუნველყოფს ფრენის პროცედურის კონცეპტუალური დიზაინის   შექმნას. 2. სამსახური უზრუნველყოფს ფრენის პროცედურის კონცეპტუალური დიზაინის განხილვას და შეთანხმებას ყველა დაინტერესებულ მხარესთან. 3. სამსახური დაინტერესებულ მხარესთან განხილვის დასრულების   შემდეგ უზრუნველყოფს ფრენის პროცედურის პროექტის შექმნას, ვალიდაციას და ვერიფიკაციას. 4. სამსახური უზრუნველყოფს ფრენის პროცედურის ვერიფიკაციას  დამოუკიდებელი დიზაინერის მიერ, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას  აღნიშნული პროცედურის შექმნაში ან განახლებაში. 5. სამსახური უზრუნველყოფს არსებული ფრენის პროცედურების სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ გადახედვას და საჭიროებისამებრ მის განახლებას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. მუხლი 9🔗. ფრენის პროცედურის ვალიდაცია 1. ფრენის პროცედურის ვალიდაცია მოიცავს სახმელეთო და საჭიროებისამებრ, საფრენოსნო ვალიდაციას. 2. სამსახური უფლებამოსილია არ განახორციელოს საფრენოსნო ვალიდაცია, თუ იგი სახმელეთო ვალიდაციის დროს დარწმუნდა, რომ პროცედურა: ა) შეესაბამება არსებულ სანავიგაციო საშუალებებს; ბ) აკმაყოფილებს დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლის მოთხოვნებს; გ) არის განხორციელებადი და უსაფრთხო.  3. სახმელეთო ან/და საფრენოსნო ვალიდაციის დროს სამსახურმა უნდა უზრუნველყოს „ფრენის პროცედურის ვალიდაციის ანგარიშის“ მომზადება რომელიც მინიმუმ უნდა შეიცავდეს: ა) 1:500000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას, რომელიც ასახავს: ა.ა) სანავიგაციო საშუალებებს; ა.ბ) რელიეფის შემაღლებას და დაბრკოლებებს, მათ შორის კრიტიკული დაბრკოლების ჩვენებით; ბ) პროცედურის თითოეული სეგმენტისთვის განკუთვნილი ფრენის მინიმალურ სიმაღლეს; გ) პროცედურის თითოეული სეგმენტის: გ.ა) სიტყვიერ აღწერას; გ.ბ) პროფილს; დ) სანავიგაციო საშუალებების გადაფარვების ანალიზს; ე) სხვა ინფორმაციას, რომელიც გამოყენებული ან/და გამოვლენილი იქნა სახმელეთო ან/და საფრენოსნო ვალიდაციის დროს. მუხლი 10🔗. სახლემეთო და საფრენოსნო ვალიდაცია 1. სახმელეთო ვალიდაცია დიზაინის მომსახურების განუყოფელი ნაწილია. 2. სახმელეთო ვალიდაცია ხორციელდება  შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე დიზაინერის მიერ. 3. სახლმელეთო ვალიდაციის დროს დიზაინერის მიერ დგინდება საფრენოსნო ვალიდაციის საჭიროება. 4. სამსახური უზრუნველყოფს  საფრენოსნო ვალიდაციის განხორციელებას პილოტის მიერ, რომელსაც: ა) აქვს  კომერციული ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოქმედი მოწმობა; ბ) გააჩნია მოქმედი სახელსაწყო ფრენის წესებით ოსტატობის აღნიშვნა. 5. სამსახური ახორციელებს საფრენოსნო ვალიდაციას და უზრუნველყოფს, რომ ფრენის პროცედურა: ა) შეესაბამება არსებულ სანავიგაციო საშუალებებს; ბ) აკმაყოფილებს დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის მოთხოვნებს; გ) არის განხორციელებადი და უსაფრთხო. 6. საფრენოსნო ვალიდაცია უნდა შეიცავდეს პროცედურის თითოეული სეგმენტის: ა) მინიმალური სიმაღლის გამოთვლისთვის გამოყენებული კრიტიკული დაბრკოლების ადგილმდებარეობის შემოწმებას; ბ) სხ-ის უსაფრთხო მანევრირების შესაძლებლობას იმ სხ-ის კატეგორიისთვის, რომელზეც არის შექმნილი პროცედურა; გ) ადზ-ს მონიშნვის, განათების, სანავიგაციო საშუალებების და კომუნიკაციის შემოწმებას. მუხლი 11🔗. ჩანაწრების შენახვა ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში პროცედურის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში (პროცედურის შექმნიდან მისი მოხმარებიდან ამოღებამდე) სამსახური უზრუნველყოფს ნებისმიერი პროცედურის დიზაინთან, ვალიდაციასთან, მუდმივ გადახედვასა და განახლებასთან დაკავშირებული ქმედების დოკუმენტირებას და ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით ჩანაწერების შენახვას. მუხლი 12🔗. ფრენის პროცედურის დამტკიცება და გამოქვეყნება 1. ნებისმიერი ფრენის პროცედურა მის გამოქვეყნებამდე მტკიცდება სააგენტოს მიერ. 2. სამსახური ფრენის პროცედურის დამტკიცების მიზნით სააგენტოს წარუდგენს სამსახურის წერილობით განცხადებას შემდეგ დოკუმენტებთან/ინფორმაციასთან ერთად: ა) პროცედურის შექმნის ან/და ცვლილების მიზეზის აღწერა; ბ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ფრენის პროცედურის ვალიდაციის ანგარიში; დ) ფრენის პროცედურის პროექტი. 3. სააგენტო იხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას პროცედურის დამტკიცების შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით და ეცნობება სამსახურს. 4. სააგენტო უარს განაცხადებს ფრენის პროცედურის დამტკიცებაზე, თუ განცხადება, თანდართული დოკუმენტები და ინფორმაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. უარის შესახებ წერილობით ეცნობება სამსახურს და მასში დეტალურად აისახება უარის თქმის მიზეზ(ებ)ი. 5. სამსახური უზრუნველყოფს დამტკიცებული ფრენის პროცედურის ასახვას საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებულ პაკეტში. 6. პროცედურის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 13🔗. პერსონალი და კვალიფიკაცია 1. დიზაინერი უნდა აკმაყოფილედეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ან პროფესიული საავიაციო განათლება; ბ)არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში ან ავიაკომპანიაში, როგორც პილოტი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან ჰაერნაოსნობასთან უშუალო დაკავშირებული პერსონალი; გ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტანდარტების და რეკომენდაციების ზედმიწევნით ცოდნა. 2. სამსახური უზრუნველყოფს დიზაინის პროცესში ჩართული ფრენის პროცედურის დიზაინერების საკმარის რაოდენობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით სამსახური სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლას, მათი ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით. მუხლი 14🔗. სწავლება 1. სამსახურმა უნდა შეიმუშაოს დიზაინერის სწავლების პროგრამა, რომელიც მოიცავს: ა) საწყის სწავლებას, რომელიც ასევე მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას (სამუშაო ადგილზე სწავლება), რომელიც ტარდება გამოცდილი პერსონალის (დიზაინერის) ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც გავლილი აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული სწავლებები და გააჩნია მინიმუმ ხუთ წლიანი ფრენის პროცედურის დიზაინერის გამოცდილება.  პრატქიკული სწავლება მიმართულია საწყისი სწავლების დროს მიღებული ცოდნის სამუშაო გარემოში ათვისებისკენ და უზრუნველყოფს პერსონალის დამოუკიდებლად მუშაობას;  ბ) განმეორებითი სწავლება, რომელიც ტარდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მიმართულია კვალიფიკაციის შენარჩუნებისკენ; გ) სპეციალიზირებულ სწავლებას, რომელიც მიმართულია ახალი ფუნციების, სტანდარტების, ტექნოლოგიების ათვისებისკენ. 2. სამსახური  შეიმუშავებს დიზაინერის  ყოველწიურ სასწავლო გეგმას და უზრუნველყოფს მის ყოველწლიურ განახლებას.  3. სამსახური უზრუნველყოფს დიზაინერის სწავლების შედეგების შენახვას დიზაინერის სამსახურში დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში. მუხლი 15🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე 1.პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.   2. ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.