⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2017
ძალის დაკარგვა 07.02.2018
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.156.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 305 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2017 მიღება
07.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,23 1,0
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №2 2017 წლის 21 თებერვალი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს    კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დადგინდეს   დმანისის  მუნიციპალიტეტში  დმანისის  თვითმმართველობის  და  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-ისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge), 18/02/2016, 200140030.35.156.016234) „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი დანართი №1 დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN  = IMG *  ITL  *  C  *  K, სადაც: ა) CN  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 30-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0,23 1,0 0,24 30 1,656 3. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.828 ლარს.