„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვარის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №13 |
|
2017 წლის 1 მარტი ქ. თბილისი |
1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამოქალაქო სამსახურის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირები) მოხელეებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატზე და განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.
2. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ წესით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი მათ შესრულებაზე.
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაწესებულება – სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა);
ბ) დაწესებულების ხელმძღვანელი – სამინისტროს შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) შემთხვევაში – სააგენტოს უფროსი;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფი – სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები.“.
2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიაში შესაძლებელია შედიოდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები. საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომისიაში ასევე უნდა შედიოდეს ერთი წარმომადგენელი სამინისტროს სამოქალაქო სამსახურიდან.“.
3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრი.“.
4. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს;
თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
5. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.“.
6. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) სხვადასხვა სახის ტესტირება;
დ) გასაუბრება.“.
7. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი წარადგენს მოხელის დახასიათებას (დანართი №1) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. წინასწარ განსაზღვრულ ფორმას ავსებს და წარადგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეც.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ატესტაციის ჩატარებისათვის დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.“.
8. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ, გარდა სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიმართ სპეციალური წოდების მინიჭებისა.“.
9. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. ატესტაციის შედეგები
1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №2).
3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ სამუშაო დღეში და ხელს აწერს მას.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.
5. დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.
6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
7. კომისია, ატესტაციის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული ატესტაციის და მისი შედეგების შესახებ.“.
|