სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 22.02.2017
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №189
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016400
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ზონის დასახელება | 1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი) C |
| I ქვეზონა | 0,90 |
| II ქვეზონა | 0,24 |
| შუალედური ზონა | 1,00 |
| ზონის/ქვეზონის დასახელება | საწყისი წლიური ქირა 1 კვ.მ/ლარი |
| II ქვეზონა | 0,80 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №189
2017 წლის 22 თებერვალი
ქ. რუსთავი
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 50-ის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი №2)
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა (დანართი №3)
მუხლი 5🔗
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (8,40 ლარი) ოდენობით.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის №146 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 200140030.35.160.016357; 25.02.2016).
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნორმატიული ფასის მაჩვენებლები ზონირების მიხედვით
ზონის დასახელება
1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით
(ლარი) C
მაკრომდებარეობის ინდექსი Img
ლოკალური ტერიტორიული
ინდექსი ITL
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K
1 კვ.მ მიწის
ნორმატიული ფასი
Cn
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
0,24
0,7
1,50
50
12,60
II ქვეზონა
0,24
0,7
1,45
50
12,18
შუალედური ზონა
0,24
0,7
1,00
50
8,40
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
0,24
0,7
0,95
50
7,98
II ქვეზონა
0,24
0,7
0,90
50
7,59
დანართი №2
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
– „თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 თებერვლის №5685
დადგენილების შესაბამისად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებული ტერიტორია;
თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი);
ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები;
ქუთაისის მოედნიდან, შარტავას გამზირი, ხალხთა მეგობრობის გამზირი სრულად და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;
ქუთაისის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ტაშკენტის ქუჩა, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს შორის და მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის გამავალი ქუჩები, ლომოურის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორია სრულად, თოდრიას ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩები სრულად, ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისი, ცურტაველის ქუჩა
სრულად, თბილისის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;
– მე-6 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-7 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-7ა მიკრორაიონი (სრულად)
– მე-8 მიკრორაიონი (სრულად)
– 21-ე მიკრორაიონი (სრულად)
– მე-20 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-15 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-14 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-17 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-16 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-12 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-19 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-18 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-11 მიკრორაიონი (სრულად)
– მელიქიშვილის ქუჩის დასავლეთი მხარე, თბილისის ქუჩის ჩრდილოეთი ნაწილი, ალ. ყაზბეგის, იალღუჯის, ვაჟა-ფშაველას და გორის ქუჩები სრულად
ლესელიძის ქუჩა სრულად (ჩიხები და გასასვლელები), ტურგენევის, ტაბიძის, არაგვისპირელის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, სანაპიროს, ქუჩიშვილის, დადიანის, ბესიკის, წულუკიძის ქუჩები სრულად, წულუკიძის შესახვევი;
II ქვეზონა
მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად)
ჭყონდიდელის დასახლება (სრულად)
– საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლად კონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის ქარხნები);
შუალედური ზონა
– კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად)
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
ტყე - ჭალა (სრულად)
– მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე - ჭალები (სრულად)
II ქვეზონა
– სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები
დანართი №3
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა
ზონის/ქვეზონის დასახელება
საწყისი წლიური ქირა 1 კვ.მ/ლარი
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
1,35
II ქვეზონა
1,25
შუალედური ზონა
1,00
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
0,90
II ქვეზონა
0,80